"დგება მომენტი, როცა რაღაც უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში" - კვირის პალიტრა

"დგება მომენტი, როცა რაღაც უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში"

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სატელეფონო ინტერვიუ მისცა "ტევპირველს", რომელშიც განაცხადა:

"ერთპიროვნული მმართველობა არსად არ არის დადებითი და ასეთ შემთხვევაში, მგონია, რომ უნდა მოხდეს რაღაც ისეთი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას შექმნის, ძალიან სწორი იქნება თუ იქნება ისეთი კოალიცია, სადაც განსხვავებული აზრიც იქნება და იდეების ჭიდილიც... ვფიქრობ, რომ "ოცნება" არ დატოვებს პოლიტიკურ ველს, არ გაქრება და არც უნდა გაქრეს, იმიტომ, რომ "ოცნებამ" წლების განმავლობაში ბევრო დადებითი გააკეთა და მე მიკვირს იმ პოლიტიკოსების, სხავთაშორის იმ ახალი სახეების, რომლებიც ამბობენ, რომ რვა წელი დაკარგა ქვეყანამ. როგორც ლაპარაკი, რომ - ცხრა წელი გადავაგდოთო, არ არის სწორი, ისე არ არის ამ რვა წლის უარყოფა სწორი, დგება მომენტი, როცა რაღაც უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში, რაც უკვე ნანახი აქვს ამ ქვეყანას, აღარ უნდა ნახოს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა