რას ამბობს გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებაზე? - კვირის პალიტრა

რას ამბობს გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებაზე?

მოგეხსენებათ, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ახალო პარტია - "ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი" შექმნეს. მისი დამფუძნებლები მარიამ ჯაში, ბექა ნაცვლიშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე და გედევან ფოფხაძე, ასევე საკრებულოს წევრი ჯაბა ჯიშკარიანი არიან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ჯგუფთან კონსულტაციებს მართავდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და შესაძლოა ის პოლიტკაში დაბრუნულიყო, თუმცა ეს ინფორმაცია როგორც ახალი პარტიის დამფუძნებლებმა, ისე კვირიკაშვილმა უარყვეს. როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, ისინი შეხვდნენ კვირკაშვილს, როგორც მეგობარს. კვირიკაშვილმა კი "ტვ პირველთან" საუბრისას განაცხადა: "პოლიტიკური კონსულტაციები არავისთან მაქვს, მაქვს მეგობრული შეხვედრები.  მგონია, რომ დამოუკიდებელი მესამე მიმართულება არის კარგი, ანუ ის ხალხი, ვისაც აქვს დასავლური ორიენტაცია და არ არის რომელიმე პოლუსის ნაწილი".

იხილეთ ასევე: "საკამოდ დიდი თავისფლება მქონდა ბიძინა ივანიშვილისგან მოცემული, მაგრამ მერე..." - რას აცხადებს გიორგი კვირკაშვილი ივანიშვილზე?