"რატომ გიკვირთ, რომ პარტიის თავმჯდომარის აზრს ჰქონდეს განმსაზღვრელი მნიშვნელობა სიაში ვინ მოხვდება?" - რას ამბობს გახარია ივანიშვილზე? - კვირის პალიტრა

"რატომ გიკვირთ, რომ პარტიის თავმჯდომარის აზრს ჰქონდეს განმსაზღვრელი მნიშვნელობა სიაში ვინ მოხვდება?" - რას ამბობს გახარია ივანიშვილზე?

რატომ გიკვირთ, რომ პარტიის თავმჯდომარის აზრს ჰქონდეს განმსაზღვრელი მნიშვნელობა იმასთან დაკავშირებით პოლიტიკურ სიაში საპარლამენტო არჩევნების წინ ვინ მოხვდება?- ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საარჩევნო სიის ბიძინა ივანიშვილის მიერ შედგენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. რაც შეეხება საკითხს, ჰყავს თუ არა ფავორიტები თავად პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარია აცხადებს, რომ ის, როგორც გუნდის წევრი, როდესაც განხილვები დაწყება თავის სათქმელს იტყვის.

მისივე თქმით, ჯერ სიაზე საუბარი ნაადრევია.

"ჩვენ ვსაუბრობთ გუნდურ მუშაობაზე. "ქართული ოცნება" არის გუნდი, რომელსაც ჰყავს თავისი თავმჯდომარე, რატომ გიკვირთ რომ პარტიის თავმჯდომარე იყოს განმსაზღვრელი და მის აზრს ჰქონდეს განმსაზღვრელი მნიშვნელობა იმასთან დაკავშირებით პოლიტიკურ სიაში საპარლამენტო არჩევნების წინ ვინ მოხვდება? ეს ნორმალურია. როდესაც ეს განხილვები დაიწყება, მე როგორც გუნდის წევრი, ჩემს სათქმელს ვიტყვი. ჯერ ეს არც დაწყებულა და ნუ ჩქარობთ. ჯერ ადრეა, პარლამენტს მუშაობა არც დაუმთავრებია, უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო ცვლილებებია მისაღები. ამაზე ვიფიქროთ, რა დროს სიაა. ზოგიერთებს, რომ ჰგონია, რომ ადრე სიას დააკომპლექტებენ და გონით ეს გარანტიაა, იმის, რომ ვიღაც არჩევნებს მოიგებს"-განაცხადა გიორგი გახარიამ.

იხილეთ ასევე: რა პასუხი გასცა გიორგი გახარიამ კითხვაზე, იქნება თუ არა "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი?

"ინტერპრესნიუსი"