"აგერ ვნახავთ, ქამრებს რომ შემოიჭერენ, რა მოუვა მათი ტანის ფორმას, კიდევ უფრო გასუქდება მათი ჯიბეები იმიტომ, რომ კორუმპირებულები არიან" - კვირის პალიტრა

"აგერ ვნახავთ, ქამრებს რომ შემოიჭერენ, რა მოუვა მათი ტანის ფორმას, კიდევ უფრო გასუქდება მათი ჯიბეები იმიტომ, რომ კორუმპირებულები არიან"

აგერ ვნახავთ ქამრებს რომ შემოიჭერენ რა მოუვა მათი ტანის ფორმას. რეალურად დავინახავთ, რომ კიდევ უფრო გასუქდება მათი ჯიბეები, რადგან ძალიან კორუმპირებულები არიან, - ასე გამოეხმაურა "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც ქვეყანას უჭირს, პირველ რიგში ქამრები მათ შემოიჭირეს.

ვაშაძის თქმით, ეს ყველაფერი, რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს არის ფარსი და "ტელევიზიაში პრანჭვით არიან დაკავებულები".

"ეს არის ზღაპარი ხალხნო. ქამრების შემოჭერა კი არა უბრალოდ საზღვარგარეთ რომ ვეღარ იფრენენ, შეიძლება ეს თანხები ამოიღონ. რას უშველის ეს ქამრების შემოჭერა, აგერ ვნახავთ ქამრებს რომ შემოიჭერენ რა მოუვა მათ ტანის ფორმას. რეალურად დავინახავთ, რომ კიდევ უფრო გასუქდება მათი ჯიბეები იმიტომ, რომ ძალიან კორუმპირებულები არიან. ეს ყველაფერი, რასაც აკეთებენ არის ფარსი და საერთოდ, ტელევიზიაში პრანჭვით არიან დაკავებულები და მეტი არაფრით. არცერთ შემთხვევაში არ აინტერესებთ ხალხის რეალური პრობლემა და გაჭირვება. დღეს ნომერ პირველი პრობლემა ქვეყანაში არის კრედიტები, ამას უნდა მიხედონ და არ უნდა ასუბსიდირონ საკუთარი სამშენებლო ბიზნესები",-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გარდა ამისა, ის ასევე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ 20 ივნისს "200 "ნაციონალის" შეკრება პრობლემა არ არის" და მას თავხედური განცხადება უწოდა.

"ეს არის თავხედური განცხადება ადამიანის, რომლის უშუალო მონაწილეობითა და მისი დაშვებით გავრილოვი საქართველოში ჩამოვიდა და საკუთარი, პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაუთმო. სწორედ ამიტომ, მოუწია მას ამ თანამდებობიდან გადამდგრიყო. 20 ივნისს მათ ხალხს თვალები დასთხარეს, სისხლი დაღვარეს და არ ეგონოთ, რომ ეს ვინმეს დაავიწყდება. ეს თავხედობა, რომელიც მათ ახასიათებთ, 31 ოქტომბრის არჩევნების მერე გაიფანტება და გაქრება, როცა საქართველოს მოსახლეობა "ქართულ ოცნებას" პასუხს გასცემს",-აღნიშნა ვაშაძემ.

"ინტერპრესნიუსი"