"მიკვირს, რას ერჩის კობახიძე ამ ცხოველს, ძროხა ძალიან სასარგებლოა ადამიანისთვის, იმაზე უფრო სასარგებლოა, ვიდრე ზოგიერთი პოლიტიკოსი" - კვირის პალიტრა

"მიკვირს, რას ერჩის კობახიძე ამ ცხოველს, ძროხა ძალიან სასარგებლოა ადამიანისთვის, იმაზე უფრო სასარგებლოა, ვიდრე ზოგიერთი პოლიტიკოსი"

პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარის, დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მოსწონს ის ლექსიკა, რითაც მმართველი პარტიის ზოგიერთი წევრი ოპოზიციის მიმართ საუბრობს. ამით ბესელია მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის მიერ ოპოზიციის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

"რომ არ მოსწონდეს ძალიან მარტივად გააჩუმებდა, როგორც ახერხებდა, როცა მე ამას ვუყურებდი. როდესაც რამე არ მოსწონდა, ძალიან იოლად აჩუმებდა ერთსაც და მეორესაც. როგორც ჩანს, მოსწონს",- განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, ამგვარ განცხადებებს უმრავლესობის წევრები აკეთებენ იმ მიზნით, რომ მოხვდენენ 2020 წლის საპარლამენტო საარჩევნო სიაში.

"მიკვირს რას ერჩის იმ ცხოველს, ის ძალიან სასარგებლოა ადამიანისთვის, იმაზე უფრო სასარგებლოა, ვიდრე ზოგიერთი პოლიტიკოსი და მათ შორის, მისი ავტორი. ეს ისე... მე არ მინდა, რომ შევყვე არც მას და არც რომელიმე სხვას. ეს იქნება კობახიძე ან ოხანაშვილი, რომელსაც უმტყუნა ბოლო პერიოდში ნერვებმა. ბოლო დღეების განმავლობაში მათი ინტელექტუალური შესაძლებლობები ლანძღვა-გინებამდე დავიდა, როცა არგუმენტები ხელიდან გეცლება და არ გყოფნის ლექსიკონში შესაბამისის სიტყვებით გამოხატო შენი ემოცია - ილანძღები. ეს უკვე მდარე ხარისხისა და დაბალი დონის პილიტიკოსად წარმოგაჩენს, რომ ამაში შეყოლა არ ღირს,მაშინ იმ დონემდე უნდა დახვიდე. ამიტომ, მოდი, დარჩენენ იმ ჭაობში, სადაც არიან. მე მგონი, ამას ალბათ, ამომრჩეველი 31 ოქტომბერს უპასუხებს. ამას რა იწვევს?! ერთადერთი ახსნა მაქვს, ახლა, ყველა ეპრანჭება და ეკეკლუცება ბიძინა ივანიშვილს, ვინც უფრო უზრდელად,უხეშად და აგრესიულად მოიქცევა ოპოზიციის მიმართ, ჰგონიათ, რომ ამით მის შექებას დაიმსახურებენ,იმიტომ, რომ ელოდებიან საარჩევნო სიას, ერთამენთს ეჯიბრებიან ვინ მოხვდება ამ სიაში",- განაცხადა ბესელიამ.

ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "ოპოზიცია ხარზე მეტად ჰგავს ძროხას. რა თქმა უნდა, ეს არის რეალობა,რასაც საზოგადოება ხედავს".

"ინტერპრესნიუსი"