"ბატონი ბიძინა დიდი ქველმოქმედია, ქვეყნისთვისაც კარგი უნდა, მაგრამ მას არ ჰყოფნის კომპეტენცია, რომ პოლიტიკაში იყოს" - კვირის პალიტრა

"ბატონი ბიძინა დიდი ქველმოქმედია, ქვეყნისთვისაც კარგი უნდა, მაგრამ მას არ ჰყოფნის კომპეტენცია, რომ პოლიტიკაში იყოს"

კობა დავითაშვილი, წლების განმავლობაში აქტიურ პოლიტიკაში იყო, თუმცა შემდეგ რიგი მიზეზების გამო ჩამოშორდა პოლიტიკურ პროცესს. რას აპირებს მომავალ არჩევნებში და ვის მხარდამჭერთა შორის შეიძლება ვიხილოთ? - ამ საკითხზე "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა:

კობა დავითაშვილი, იურისტი: - მე პოლიტიკაში ჩართვას აღარ ვაპირებ, ამიტომ, თავს უფლებას მივცემ, როგორც რიგითმა მოქალაქემ, ისე გესაუბროთ: ხვალ რომ არჩევნები იყოს, ხმას ვის მივცემდი?

შეიძლება რაღაც არ მომწონდეს, რაღაცაში არ ვეთანხმებოდე, მაგრამ ერთადერთი ძალა, რომელსაც აქვს შანსი პარლამენტში შევიდეს და საქმე აკეთოს, "პატრიოტთა ალიანსია". ეს საპარლამენტო პარტიაა, გარდა ამისა, არ არის შემჩნეული "ნაციონალური მოძრაობისთვის" წითელი კოჭის გაგორებაში.

ეს ერთკაციანი პარტია არ არის და უკვე საქმით დაამტკიცა თავისი პოლიტიკური წონა. ქვეყანაში ცვლილებები აუცილებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს სააკაშვილის, ბურჯანაძის, ბოკერიას და სხვების უკან დაბრუნებას...

ამბობენ, "ოცნება" "ნაციონალებს" საფრთხობელად იყენებსო, მაგრამ ეს არ არის საფრთხობელა, ეს - რეალური საფრთხეა, რომელმაც თავის დროზე ჯალათების სისტემა შექმნა და ჩამოაყალიბა.

"ქართულმა ოცნებამ" ეს საფრთხე თავიდან ვერ აგვაცილა და ახლა საჭიროა ძალა, რომელიც ამ საფრთხისგან საიმედოდ დაგვიცავს.

რაც შეხება "ლელოს": ერთი ბიზნესმენის პოლიტიკაში მოსვლა ჩვენ უკვე ვნახეთ. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ბიძინა დიდი ქველმოქმედია და თავისი ქვეყნისთვისაც კარგი უნდა, მას არ ჰყოფნის კომპეტენცია, რომ პოლიტიკაში იყოს. მე მიკვირს, ამას ხაზარაძისგან რატომ ველოდებით? აქედან გამომდინარე, ბიზნესმენი უნდა დარჩეს ბიზნესში, პოლიტიკა კი - პოლიტიკოსებმა აწარმოონ. იხილეთ სრულად