"ამერიკის საელჩო ივანიშვილის საუბრებს ისმენს" - რა უპასუხა აშშ-ის ელჩმა გუბაზ სანიკიძის სკანდალურ განცხადებას? - კვირის პალიტრა

"ამერიკის საელჩო ივანიშვილის საუბრებს ისმენს" - რა უპასუხა აშშ-ის ელჩმა გუბაზ სანიკიძის სკანდალურ განცხადებას?

ყოფილი დეპუტატმა და ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ, რომ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრები საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ ისმინება.

ამის შესახებ მან "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

"20 ივნისის ღამეს, ზუსტად 13 წუთით ადრე გამოვიდა ბახტაძე და თქვა, რომ ჩვენ "ნაციონალური მოძრაობა" არ ვართ და ჩვენ არ ვესვრით რეზინის ტყვიებს. ზუსტად 13 წუთში სროლა დაიწყო. ჩემი ვერსიით, ეს 13 წუთი ზუსტად ის დროა, რამდენიც დასჭირდა ანზორ ჩუბინიძეს, რომ ჩამოსულიყო ბიძინას რეზიდენციიდან, რადგან ბიძინა ტელეფონით არ გასცემდა ამ ბრძანებას. ეს გამორიცხულია, რადგან დარწმუნებული ვარ, ამერიკის საელჩო მის საუბრებს ისმენს. ეს კანონიერია თუ უკანონოა, არ ვიცი. ისმენს, მუშაობენ ისე. ის არ დატოვებდა ფაქტს სატელეფონო საუბარში, რომ ესროლეთო. გამოუშვა ანზორ ჩუბინიძე და ანზორ ჩუბინიძემ გასცა", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მის ამ განცხადებას საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აბსურდი და ტყუილი უწოდა.

"ეს არის აბსურდი. დავინტერესდები, თუ რა არის ამგვარი ბრალდებების საფუძველი, რაც პრაქტიკულად ტყუილია", – განაცხადა დეგნანმა.

იხილეთ ასევე: "ასეთი სისულელეების ლაპარაკი და მუცლითმეზღაპრეობა ქვეყანას აზიანებს" - რას წერს ოქრუაშვილი სანიკიძეზე?

იხილეთ ასევე: "არასწორად ჩამოვაყალიბე ჩემი მოსაზრება" - გუბაზ სანიკიძე ბოდიშს იხდის