"ასეთი სისულელეების ლაპარაკი და მუცლითმეზღაპრეობა ქვეყანას აზიანებს" - რას წერს ოქრუაშვილი სანიკიძეზე? - კვირის პალიტრა

"ასეთი სისულელეების ლაპარაკი და მუცლითმეზღაპრეობა ქვეყანას აზიანებს" - რას წერს ოქრუაშვილი სანიკიძეზე?

ყოფილი დეპუტატისა და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გუბაზ სანიკიძის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრები საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ ისმინება, "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი "ფეისბუკის" პირად გვერდზე გამოეხმაურა და დაწერა:

"ეს ბიჭი ჩვენთან აღარაა "დიდი ხანია" და ვისთანაცაა, ურჩიეთ, ასეთი სისულელეების ლაპარაკი და მუცლითმეზღაპრეობა ქვეყანას აზიანებს".

შეგახსენებთ გუბაზ სანიკიძემ "ტვპირველის" ეთერში სკანდალური განცხადება გააკეთა.

"20 ივნისის ღამეს, ზუსტად 13 წუთით ადრე გამოვიდა ბახტაძე და თქვა, რომ ჩვენ "ნაციონალური მოძრაობა" არ ვართ და ჩვენ არ ვესვრით რეზინის ტყვიებს. ზუსტად 13 წუთში სროლა დაიწყო. ჩემი ვერსიით, ეს 13 წუთი ზუსტად ის დროა, რამდენიც დასჭირდა ანზორ ჩუბინიძეს, რომ ჩამოსულიყო ბიძინას რეზიდენციიდან, რადგან ბიძინა ტელეფონით არ გასცემდა ამ ბრძანებას. ეს გამორიცხულია, რადგან დარწმუნებული ვარ, ამერიკის საელჩო მის საუბრებს ისმენს. ეს კანონიერია თუ უკანონოა, არ ვიცი", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

იხილეთ ასევე: "ამერიკის საელჩო ივანიშვილის საუბრებს ისმენს" - რა უპასუხა აშშ-ის ელჩმა გუბაზ სანიკიძის სკანდალურ განცხადებას?

იხილეთ ასევე: "არასწორად ჩამოვაყალიბე ჩემი მოსაზრება" - გუბაზ სანიკიძე ბოდიშს იხდის