"ანრი ოხანაშვილმა აღმოაჩინა ახალი ვაქცინა, რასაც მთელი მსოფლიო ეძებს" - კვირის პალიტრა

"ანრი ოხანაშვილმა აღმოაჩინა ახალი ვაქცინა, რასაც მთელი მსოფლიო ეძებს"

ანრი ოხანაშვილმა აღმოაჩინა ახალი ვაქცინა, რასაც მთელი მსოფლიო ეძებს,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან, პირბადის ტარების წესთან დაკავშირებულ კანონზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ანრი ოხანაშვილმა პირბადესა და ვაქცინაციას შორის ტოლობის ნიშანი დასვა. ამასთან, როგორც დეპუტატი ამბობს, კანონში გარკვეული ლაფსუსებია გაპარული, იმის მოუხედავად, რომ "2 დღიანი ომის შედეგად გარკვეული საკითხები შეაცვლევინა".

"ის ზედმეტი პანიკა, ახლა რასაც მმართველი პარტია თესავს, მათ შორის პირბადეებთან დაკავშირებით, რომ ეს არის ჩვენი სასიცოცხლო გადამრჩენი, ქართულმა პარლამენტმა და ოხანაშვილმა აღმოაჩინა, რომ პირბადე არის ვაქცინაციის შემცველი და ტოლობის ნიშანი დასვა. ვირუსისგან გვიხსნის ესო - ასე არ თქვა? ასე დასვა ტოლობის ნიშანი და აღმოაჩინა ახალი ვაქცინა, რასაც მთელი მსოფლიო ეძებს. ეს არ არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ადამიანები დასტრესო, დაზაფრო და დააჯარიმო,"- განაცხადა ბესელიამ.

ცნობისათვის, პირბადეების ტარების წესთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით მიიღო.