"ირაკლი ღარიბაშვილი ივანიშვილის "კლოუნებს" შორის პირველ ან მეორე ადგილზეა" - კვირის პალიტრა

"ირაკლი ღარიბაშვილი ივანიშვილის "კლოუნებს" შორის პირველ ან მეორე ადგილზეა"

სამარცხვინო "კლოუნობის" საკითხში ირაკლი ღარიბაშვილი ივანიშვილის "კლოუნებს" შორის პირველ ან მეორე ადგილზეა და მან პარლამენტში მისვლისას კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს, - ასე შეაფასა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლა.

მისი თქმით, ღარიბაშვილმა ქვეყნის პრობლემებისა და გამოწვევების ნაცვლად, ძირათადად მის რეპუტაციაზე და იმაზე ილაპარაკა, როგორი გაღიზიანებულია ოპონენტების საფუძვლიანი კრიტიკის გამო.

"წულუკიანის არ იყოს, ღარიბაშვილი არის სიმბოლო, თუ როგორი არ შეიძლება იყოს თავდაცვის მინისტრი, საერთოდ პოლიტიკოსი, მაგრამ განსაკუთრებით ადამიანი, რომელსაც შეიარაღებული ძალები აბარია. ის ივანიშვილის "კლოუნებს" შორის პირველ ან მეორე ადგილზეა სამარცხვინო "კლოუნობის" საკითხში და მან პარლამენტში მისვლისას კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს. კაცმა ქვეყნის პრობლემებისა და ჩვენი გამოწვევების ნაცვლად, ძირათადად მის რეპუტაციაზე და იმაზე ილაპარაკა, როგორი გაღიზიანებულია ოპონენტების საფუძვლიანი კრიტიკის გამო. მართლა პირველყოფილი შეხედულებების ადამიანია. საკუთარი რეპუტაცია მას გონია, რომ არის იგივე, რაც ჯარისკაცებისა და შეიარაღებული ძალების რეპუტაცია, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ. მართლა ასე გონია ამ კაცს, რომელიც ივანიშვილის რეჟიმშიც კი კორუფციისა და ნეპოტიზმის სიმბოლოდ იქცა",-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

"ინტერპრესნიუსი"