"მე, ჩემს მეუღლესთან ერთად, საკმაო ფინანსური რესურსი მაქვს დაგროვილი და შექმნილი ჩემს წინა ცხოვრებაში" - კვირის პალიტრა

"მე, ჩემს მეუღლესთან ერთად, საკმაო ფინანსური რესურსი მაქვს დაგროვილი და შექმნილი ჩემს წინა ცხოვრებაში"

მე, ჩემს მეუღლესთან ერთად საკმაო ფინანსური რესურსი მაქვს დაგროვილი და შექმნილი ჩემს წინა ცხოვრებაში. შესაბამისად, ვერავინ ვერასდროს ვერ მოიყვანს ვერც ერთ მაგალითს, რომ მე, 12 წლის შემდეგ ამ ქვეყანაში რაღაც შევიძინე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს უპასუხა, როდესაც მისი ქონების თაობაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

გიორგი გახარიას განმარტებით, მის დეკლარაციაში ყველაფერი არის დეტალურად მოყვანილი.

"თქვენ შეგიძლიათ ბევრი სპეკულაცია მოიყვანოთ, მაგრამ ამის უკან არაფერია. ვინმეს, რაიმე კონკრეტული ფაქტი თუ გაქვთ, მოიტანეთ რეალურად, ეს ყველაფერი არის ჭორაობა", - განაცხადა გახარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ არის გიორგი ციცქიშვილი, რომელიც პრემიერის ქონების ყიდვა- გაგაყიდვაში ფიგურირებს, გახარიამ აღნიშნა, რომ მას 2012 წლის შემდგ საქართველოში არაფერი შეუძენია.

"ოპოზიცია ბევრ რაღაცას ამბობს. რეალურად შევედით საარჩევნო ციკლში და სხვა, საერთოდ არაფერი შინაარსობრივი პოლიტიკური რომ არ არის, ახლა, ამ ყველაფერს მოსდევენ. მე, საქართველოში 2012 წლის შემდეგ არ შემიძენია არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება, ერთადერთი მაქანის გარდა, რომელიც შევუძინე ჩემს მეუღლეს. ერთი რამ მინდა გითხრათ, მე, ჩემს მეუღლესთან ერთად საკმაოდ ფინანსური რესურსი მაქვს დაგროვებული და შექმნილი ჩემს წინა ცხოვრებაში. შესაბამისად, ვერავინ ვერასდროს ვერ მოიყვანს ვერცერთ მაგალითს, რომ მე, 2012 წლის შემდეგ ამ ქვეყანაში რაღაც შევიძინე. ასევე ჩემმა მშობლება, მაგალითად, გაასხვისეს რაღაც უძრავი ქონება კახეთში. იქ, სხვა ადამიანი იყო შემძენი. აქ, ეს ადამიანი იყო შემძენი უბრალოდ, უხერხულია, როდესაც ადამიანებს რომლებიც... როცა იყიდი, მაშინ ეს არის პრობლემა, როცა გაყიდი მერე ის ხდება პრობლემა", - განაცხადა გახარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, დაამთხვევაა თუ არა, როდესაც ნახსენებია მისი ახლობლის სიძე, გახარია პასუხობს, რომ "რა თქმა უნდა, ეს დამთხვევაა და აქ, ამის უკან არაფერია". "თუ არის სადმე, რამე კანონდარღვევაა, მოიტანეთ ფაქტები", - აღნიშნა პრემიერმა.

იხილეთ ასევე: 99 ლარი ანგარიშზე - რა ქონებას ფლობს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია

"ინტერპრესნიუსი"