"გვახსოვს, როცა ვანო მერაბიშვილი იყო შს მინისტრი, რა ხდებოდა... დღეს ის ხალხს პირდება ნათელ მომავალს, საკმაოდ საინტერესოა" - კვირის პალიტრა

"გვახსოვს, როცა ვანო მერაბიშვილი იყო შს მინისტრი, რა ხდებოდა... დღეს ის ხალხს პირდება ნათელ მომავალს, საკმაოდ საინტერესოა"

გვახსოვს, როდესაც ვანო მერაბიშვილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში, როგორი რეპრესიები იყო. დღეს ვანო მერაბიშვილი ქართველ ხალხს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს პირდება ნათელ მომავალს, საკმაოდ საინტერესოა, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას ვანო მერაბიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით.

კალაძის განცხადებით, მერაბიშვილი "საკმაოდ საინტერესო კანდიდატურაა".

"პოლიტიკაში რომ ბრუნდება მემგონი თვითონაც გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება. საკმაოდ საინტერესო კანდიდატურააა და საინტერესოა მისი პოლიტიკაში დაბრუნება. გვახსოვს, როდესაც ვანო მერაბიშვილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში, როგორი რეპრესიები იყო. დღეს ვანო მერაბიშვილი ქართველ ხალხს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, პირდება ნათელ მომავალს, საკმაოდ საინტერესოა", - განაცხადა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"