"ივანიშვილი დიდი ფულით ცდილობს ოპოზიციის დაქსაქსვას" - რას ამბობს ეკა ბესელია ყოფილ კოლეგებზე? - კვირის პალიტრა

"ივანიშვილი დიდი ფულით ცდილობს ოპოზიციის დაქსაქსვას" - რას ამბობს ეკა ბესელია ყოფილ კოლეგებზე?

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ხელისუფლების სიურპრიზების მოლოდინშია. "სანამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება არ არის დასრულებული, მე არც ერთ სასიამოვნო თუ უსიამოვნო სიურპრიზს არ გამოვრიცხავ", - ამბობს დეპუტატი. საინტერესოა, რომ ახლახან შექმნილ ახლა პარტიაში "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი"აღმოჩდნენ ადამიანები, რომლებიც მანამდე ეკა ბესელიას გუნდის წევრებად მოაზრებოდნენ. შეგახსენებთ, პარტიის დამფუძნებლები არიან პარლამენტარები: მარიამ ჯაში, ბექა ნაცვლიშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე და გედევან ფოფხაძე, ასევე საკრებულოს წევრი ჯაბა ჯიშკარიანი. აღსანიშნავია, რომ როდესაც ეკა ბესელიამ დაახლოებთ ერთი წლის წინა თავისი პარტიის პრეზენტაცია გამართა, მის გვერდით იდგნენ სწორედ გედევან ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტირაძე. ამ თემაზე ეკა ბესელიამ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- რატომ არ აღმოჩნდით იმ გუნდში, რომლის წევრები თითქოს თქვენი თანამოაზრენი იყვნენ? "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსს" ვგულისხმობ.

- თავად დავაფუძნე პარტია "სამართლიანობისთვის" და სხვის გაერთიანებაში რატომ უნდა ვყოფილიყავი?

იმ ახალ ჯგუფში არის რამდენიმე კოლეგა, რომელიც ჩემს პარტიაში ირიცხებოდა და წასვლის თაობაზე არც მოუმართავთ. ივანიშვილი დიდი ფულით ცდილობს ოპოზიციის დაქსაქსვას. "რაც არ იყიდება დიდი ფულით, იყიდება უფრო მეტი ფულით". არ არსებობს არც ერთი მასშტაბის თანხა, რომელიც იყიდის ჩემს პრინციპებს, მაგრამ არიან პოლიტიკოსები, რომლებიც მცირე თანხადაც ყიდიან იმას, რასაც მე ღირებულებას ვუწოდებ.

- ივანიშვილის ფულით მოსყიდულებში თქვენი ყოფილი თანამოაზრეები იგულისხმეთ? - არავის ვაკონკრეტებ.

წაიკითეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად