ევროკავშირი შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევებისა და ხელყოფის გამო - კვირის პალიტრა

ევროკავშირი შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევებისა და ხელყოფის გამო

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევებისა და ხელყოფის გამო ევროკავშირი შეშფოთებას გამოხატავს - ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშში.

"ევროკავშირი განაგრძობდა შეშფოთების გამოხატვას რუსეთის ფედერაციის მიერ უკანონოდ ანექსირებულ ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მძიმე სიტუაციისა და გაბატონებული დაუსჯელობის, მათ შორის ყირიმელი თათრებისა და უკრაინულად მოლაპარაკე მოსახლეობის სისტემატიური დევნის გამო, ასევე ადამიანის უფლებების სერიოზული მიმდინარე დარღვევებისა და ხელყოფის გამო აღმოსავლეთ უკრაინასა და საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, რომლებიც ვერ კონტროლდება შესაბამისი მთავრობების მიერ. ევროკავშირი აქტიურად მოუწოდებდა მათ, ვინც ეფექტურ კონტროლს ახორციელებენ, რომ შეუფერხებელი წვდომის საშუალება მიენიჭებინათ უკრაინისა და საქართველოს ამ რეგიონებში ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო მექანიზმებისთვის",- ნათქვამია ანგარიშში.

"ინტერპრესნიუსი"