"ქვეყნის მტრებს, არც გარეთ და არც შიგნით, არ მივცეთ სპეკულირების შესაძლებლობა" - რას ამბობს გიორგი გახარია ე.წ. გაბუნიას საქმეზე? - კვირის პალიტრა

"ქვეყნის მტრებს, არც გარეთ და არც შიგნით, არ მივცეთ სპეკულირების შესაძლებლობა" - რას ამბობს გიორგი გახარია ე.წ. გაბუნიას საქმეზე?

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, გიორგი გაბუნიას საქმესთან დაკავშირებით საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ კონკრეტულ ადამიანს, კონკრეტულ ჟურნალისტს არანაირი საფრთხე არ დაემუქროს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ უმოკლეს ვადებში ეს ყველაფერი უნდა გამოიძიოს და საზოგადოებას აბსოლუტურად გამჭვირვალე სურათი უნდა მისცეს იმისთვის, რომ ქვეყნის მტრებს, არც ქვეყნის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით, სპეკულირების შესაძლებლობა არ მისცენ.

"პირველი, საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ, კონკრეტულმა უწყებამ მძიმე დანაშაული აღკვეთა. მეორე, საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ კონკრეტულ ადამიანს, კონკრეტულ ჟურნალისტას არანაირი საფრთხე არ დაემუქროს. ეს მათი პასუხისმგებლობაა და ყველაფერთან ერთად ეს ჩვენი დემოკრატიისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ხარისხის მაჩვენებელია და მესამე. კონკრეტულმა უწყებამ და საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ უმოკლეს ვადებში ეს ყველაფერი უნდა გამოიძიოს და საზოგადოებას აბსოლუტურად გამჭვირვალე სურათი უნდა მისცეს იმისთვის, რომ ქვეყნის მტრებს, არც ქვეყნის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით, არ მივცეთ სპეკულირების შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე გამოიყენონ",-განაცხადა გიორგი გახარიამ.

იხილეთ ასევე: "კიდევ ცოტა ვთქვი, რაც მაშინ პუტინზე ვთქვი, მეტის თქმაც შეიძლებოდა" - გიორგი გაბუნია კადიროვს პასუხობს

"ინტერპრესნიუსი"