გლდანში - მელია, ვაკეში - ხოშტარია - ოპოზიცია თბილისის ოლქებში ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებს დღეს დაასახელებს - კვირის პალიტრა

გლდანში - მელია, ვაკეში - ხოშტარია - ოპოზიცია თბილისის ოლქებში ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებს დღეს დაასახელებს

ოპოზიციური პარტიები თბილისის ოლქებში ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებს დღეს დაასახელებს. კანდიდატების წარდგენა 12:00 საათზე, "ლეობორისტული პარტიის" ოფისში მოხდება.

მაჟორიტარი კანდიდატების ოფიციალურად დასახელებამდე ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციური პარტიები დედაქალაქის ოლქებში შემდეგი კანდიდატების წარდგენას გეგმავენ: მთაწმინდა - შალვა შავგულიძე; სამგორი - ლევან ხაბეიშვილი ან ზაალ უდუმაშვილი; ვაკე - ელენე ხოშტარია; გლდანი - ნიკა მელია; ისანი - გიორგი ვაშაძე, ნაძალადევი - შალვა ნათელაშვილი.

ინფორმაციისთვის, ოპოზიციურ გაერთიანებაში არ შედის პარტია "ლელო", რომელიც კანდიდატების დასახელებას დამოუკიდებლად გეგმავს.