რამზან კადიროვმა ოკუპირებულ ცხინვალს 100 ტონა ფქვილი საჩუქრად გაუგზავნა
რამზან კადიროვმა ოკუპირებულ ცხინვალს 100 ტონა ფქვილი საჩუქრად გაუგზავნა
ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ოკუპირებული ცხინვალს 100 ტონა ფქვილი გაუგზავნა. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება.

მათი ინფორმაციით, ე.წ. ჰუმანიტარული დახმარება „თავდაცვის სამინისტროსა“ და პურფუნთუშეულის კომბინატის საწყობში განათავსეს.

ე.წ. პრეზიდენტის ადმინიტრაციის ცნობით, „ჰუმანიტარული დახმარება“ ე.წ. რესპუბლიკის ღარიბ მოსახლეობას დაურიგდება.

მანამდე კი, არსებული ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთს ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის მეთაურმა რაშიდ ტერმეზოვმა გაუგზავნა 50 ტონა შაქარი.

"ინტერპრესნიუსი"

თენგო
20 ივნისი 2020 17:43
ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვიოს რომ ჩრდილოეთ კავკასიელმა ახალგაზრდობამ განათლება მიიღოს საქართველოში ჭინააღმდეგ შემთხვევაში ამ გაუნათლებელ ხალხს ყოველთვის გამოიყენებს რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?