"ევროპული საქართველო“ გადაწყვეტილებას ცვლის და საკონტიტუციო ცვლილებების პროექტის მხოლოდ პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობის მზადყოფნას გამოთქვამს - კვირის პალიტრა

"ევროპული საქართველო“ გადაწყვეტილებას ცვლის და საკონტიტუციო ცვლილებების პროექტის მხოლოდ პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობის მზადყოფნას გამოთქვამს

"ევროპული საქართველო“ საკონტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ლიდერებმა ფრაქციის ფორმატში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ გაახმოვანეს, თუმცა იქვე აღნიშნეს, რომ "ევროპული საქართველოს" წევრი დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებებს მხოლოდ პირველი მოსმენით დაუჭერენ მხარს, მეორე მოსმენასთან დაკავშირებულ პროცესში კი მონაწილეობას არ მიიღებენ იქამდე, ვიდრე "მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გათავისუფლდება.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები, მათ შორის, "ევროპული საქართველო უარს აცხადებდა საკონტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერაზე, იმ არგუმენტით, რომ ხელისუფლება არ ასრულებს პოლიტიკურ პარტიებს შორის 8 მარტს მიღწეულ შეთანხმებას, კერძოდ "მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ. საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც საკონსტიტუციო ცვილებების კენჭისყრა ჩატარდება, ხვალ, 21 ივნისს არის ჩანიშნული.

"ინტერპრესნიუსი"