"ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ერს და საერთაშორისო პარტნიორს მისცემს დანაპირებს და მოიტყუება, არის საერთაშორისო თაღლითი" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ერს და საერთაშორისო პარტნიორს მისცემს დანაპირებს და მოიტყუება, არის საერთაშორისო თაღლითი"

"იცოდეთ, რომ ამ ბრძოლის შედეგად, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ უკეთეს ქვეყანას. ქვეყანას, რომლის მოქალაქეთა სიმტკიცესაც ვერ გატეხავს რუსი ოკუპანტი, იმიტომ, რომ რამდენჯერ ჩვენზე მეტი ტანკი და "ბეტეერიც“ არ უნდა ჰყავდეს, ჩვენზე მეტი ისტორიული სიმტკიცე მათ არ გააჩნიათ“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მარგველაშვილის თქმით, ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ერს და საერთაშორისო პარტნიორს მისცემს დანაპირებს და მოიტყუება არის საერთაშორისო თაღლითი. მისივე განცხადებით, ასეთი ხელისუფლება არ ეკადრება ჩვენს ერს და ჩვენს საზოგადოებას.

"ხელისუფლება, რომელიც პატრიოტული ლოზუნგებით გამოსულ მოქალაქეებს ტყვიას ესვრის, არ არის დემოკრატიული. ხელისუფლება, რომელიც პატრიოტული ლოზუნგებით გამოსულ მოქალაქეებს წყლის ჭავლით არბევს, არ არის დემოკრატიული. ხელისუფლება, რომელიც პოლიტპატიმრებს დაუშვებს თავის ქვეყანაში, არის ავტორიტარი. ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ერს და საერთაშორისო პარტნიორს მისცემს დანაპირებს და მოიტყუება არის საერთაშორისო თაღლითი. ასეთი ხელისუფლება არ ეკადრება ჩვენს ერს და ჩვენს საზოგადოებას. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, არაერთხელ ვაჩვენეთ, რომ თავისუფლების, ღირსების, ჩვენი სამშობლოს და მათ შორის, სახელმწიფოს მშენებლობა ჩვენთვის უმნშვნელოვანესი მიზანია. შესაბამისად, ასეთ ხელისუფლებას მიღებული აქვს ქართველი ხალხის ვერდიქტი, ასეთ ხელისუფლებას მიღებული აქვს პარტნიორების ვერდიქტი. ასეთი ხელისუფლება მიუხედავად იმისა, რომ დღეს ისინი კაბინეტებში სხედან, უკვე წარსული ხელისუფლებაა საქართველოსთვის. იცოდეთ, რომ ამ ბრძოლას მარტო გამარჯვება უწერია. იცოდეთ, რომ ამ ბრძოლის შედეგად, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ უკეთეს ქვეყანას. ქვეყანას, რომლის მოქალაქეთა სიმტკიცესაც ვერ გატეხავს რუსი ოკუპანტი იმიტომ, რომ რამდენჯერ ჩვენზე მეტი ტანკი და "ბეტეერი“ არ უნდა ჰყავდეს, ჩვენზე მეტი ისტორიული სიმტკიცე მათ არ გააჩნიათ. ამ საზოგადოებამ ძალიან ბევრ იმპერიას გაუძლო და ძალიან ბევრი იმპერია დაამარცხა და ამ იმპერიასაც ჩვენ დავამარცხებთ ჩვენს მიწა-წყალზე და მათი ამ დამარცხების მერე და ჩვენი გამარჯვების შემდეგ ვიქნებით მთლიანი, ძლიერი და ისეთი, როგორიც ყოველთვის ვიყავით. დიდ პატივს გცემთ, თქვენს გვერდით ვდგავარ და ამ ბრძოლას ნამდვილად არ ჩამოვშორდები. გაუმარჯოს თავისუფალ დამოუკიდებელ საქართველოს!- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.