"ივანიშვილი ხვდება, რომ ამ არჩევნების მოსაგებად გახარია სჭირდება, ამასთანავე გახარია არღვევს მისი, როგორც აბსოლუტური მმართველის "რელიგიას" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილი ხვდება, რომ ამ არჩევნების მოსაგებად გახარია სჭირდება, ამასთანავე გახარია არღვევს მისი, როგორც აბსოლუტური მმართველის "რელიგიას"

ყველა ინტერესით ელის, ვინ იქნებიან "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები და როგორი იქნება საარჩევნო სია. გავრცელებული ინფორმაციით, სიაში პირველი პრემიერი გიორგი გახარია იქნება… - ამ საკითხზე გაზეთ“კვირის პალიტრასთან“ ისაბრა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- მოდი, თავშივე ვთქვათ, რომ "ქართული ოცნება" არის ერთი ადამიანი, ანუ ეს პოლიტიკური ძალა უდრის ბიძინა ივანიშვილს. ამ ეტაპზე გაჩნდა ახალი ფაქტორი - გახარია, რომელიც სიის პირველი ნომერი იქნება თუ პრემიერ-მინისტრი, ნებისმიერ შემთხვევაში შეასრულებს ერთჯერადი გამოყენების ორთქლმავლის როლს. მისი კარიერის პერსპექტივაზე ოპტიმისტურად განწყობილი ვერ ვარ. ბიძინა ივანიშვილს ახლა მის მიმართ აქვს კოგნიტური დისონანსი. ერთი მხრივ ის ხვდება, რომ მას ამ არჩევნების მოსაგებად გახარია სჭირდება, მეორე მხრივ გახარია, როგორც პოლიტიკური ავტორიტეტი, არღვევს მისი, როგორც აბსოლუტური მმართველის "რელიგიას". შესაბამისად, გახარია იქნება მთავარი ფიგურა ამ არჩევნებზე, შემდგომ კი შედარებით რბილი ან შესაძლოა მძიმე ფორმით, გაუშვებენ.

წაიკითხეთ გაზეთ“კვირის პალიტრაში“ ან გახდით ჩვენი გაზეთის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად