"მე ამას ტერაქტად მივიჩნევ... საქართველოს ხელისუფლება კი გასუსულია" - რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს ჟურნალისტის მკვლელობის შეკვეთას?
"მე ამას ტერაქტად მივიჩნევ... საქართველოს ხელისუფლება კი გასუსულია" - რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს ჟურნალისტის მკვლელობის შეკვეთას?
ფოტო:გიორგი გაბუნია
მოგეხსენებათ, გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ თბილისში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობის შეკვეთის საქმეზე რუსეთის მოქალაქე დააკავეს. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ შეკვეთის კვალი რუსეთში, კერძოდ, ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვამდე შეიძლება მიდიოდეს. ბოლო დროის ყველაზე ხმაურიან თემაზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ისაბრა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- საქართველოში ისეა მიღებული, რომ საკუთარ პოლიტიკურ გემოვნებაზე აგებენ ამა თუ იმ უმნიშვნელოვანესი საკითხის ანალიზს და სხვისკენ ხელის გასაშვერად იყენებენ. ამ ვითარებაშიც ყველა მხრიდან
უკვე ისმის შეთქმულების თეორიები. მოდი, ამ ყველაფერს თავი დავანებოთ და მხოლოდ ფაქტებზე ვილაპარაკოთ. დავიწყოთ მომხდარის სამართლებრივი კვალიფიკაციით. ვფიქრობ, რომ შეკვეთილი მკვლელობის კვალიფიკაცია არ არის სწორი და გეტყვით რატომ. საქმე ისაა, რომ, ჩემი აზრით, მიზანი ამ შეკვეთისა არ იყო მხოლოდ გაბუნიას ლიკვიდაცია, უფრო მეტად ამის მიზანი
იყო ჩვენს საზოგადოებაში შიშის დათესვა, აგრესიის გამოწვევა, დესტაბილიზაცია და მასშტაბური კრიზისის შექმნა.

შესაბამისად, ჩვენი კანონმდებლობით, ამის კვალიფიკაცია უნდა იყოს არა შეკვეთილი მკვლელობა, არამედ ტერაქტი, რომლის მიზნებიც ერთი ადამიანის მკვლელობას მნიშვნელოვნად სცილდება. ვილაპარაკოთ ფაქტებზე, ამისთვის დავსვათ კითხვები:
1. შექმნა თუ არა გაბუნიამ იმის საფუძველი, რომ რუსეთის ნახევრად კრიმინალურ ხელისუფლებას ეფიქრა შურისძიებაზე? - დიახ, შექმნა იმ ცნობილი განცხადებით, რომელიც შეურაცხყოფდა რუსეთის ხელმძღვანელობას. ამ განცხადების ფორმა და ტონი მეც არ მომეწონა. ვფიქრობ, რომ არა აქვს მნიშვნელობა სხვა იმსახურებს ამას თუ არა, ადამიანმა უპირველესად საკუთარ თავს უნდა სცეს პატივი და ასეთი ფრაზებით არ ილაპარაკოს.

2. შეიძლებოდა თუ არა ამის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებას ჩაეფიქრებინა გაბუნიას დასჯა? - გამოცდილება აჩვენებს, რომ რუსეთის ხელისუფლებას ამგვარი განზრახვა შეიძლება ჰქონოდა.

3. მოვისმინეთ თუ არა კონკრეტული მუქარა რამზან კადიროვისგან, რომელიც ეჭვმიტანილია ამ ტიპის სადამსჯელო ღონისძიებების გატარებაში? - დიახ, მოვისმინეთ.

მოკლედ, ჩვენ თუ ამ მოვლენების ჯაჭვს შევხედავთ, გამოძიების დასრულებამდე მართალია ვერაფრის მტკიცებას ვერ დავიწყებთ, მაგრამ საკმაოდ ბევრი მიზეზია იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლებისა და რამზან კადიროვის მხრიდან გაბუნიას მკვლელობის შეკვეთა ერთ-ერთ მთავარ ვერსიად განვიხილოთ.

გამომდინარე იქიდან, რომ მე ამას ტერაქტად მივიჩნევ, ამ თემას აქვს 2 განზომილება. ერთი - სისხლის სამართლებრივი, რაშიც ბუნებრივია ვერ ჩავერევით. ამ მიმართულებით ბევრი სპეციფიკური თემა შეიძლება იყოს, რაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ხმამაღლა ვერ ითქმება... მეორე - პოლიტიკური განზომილებაა, რისი გამოცდილება ბევრ ქვეყანაში დაგროვდა უკვე. გავიხსენოთ "სოლსბერის საქმე", გამოძიება ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე იყო, როდესაც ეჭვი მაღალი ალბათობით მიიტანეს რუსეთის ხელისუფლებაზე და ამის თაობაზე პოლიტიკური განცხადებები მეორე დღიდანვე კეთდებოდა. პოლიტიკოსი იმის პოლიტიკოსია, რომ საჯაროდ ილაპარაკოს ვერსიებზე. ეს უნდა იყოს პოლიტიკური განხილვის თემა და აბსოლუტურად არ ვეთანხმები იმ განცხადებებს, რომ თურმე უნდა დაველოდოთ გამოძიებას. არ მესმის ჩვენი ხელისუფლების დუმილის - მაინც, რას უნდა დაველოდოთ? თუ ვუშვებთ, რომ ასეთი რამ შეიძლება მომხდარიყო და კვლავაც მოხდეს, პრევენციის ერთადერთი საშუალება ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი და საჯაროობაა...
...
გავიხსენოთ, პარალელურად გერმანიაში მიმდინარეობს ზელიმხან ხანგოშვილის საქმე. ამ ორი თემის პარალელურად განხილვა შეგვიძლია.
კარგი, მესმის, რომ ხელისუფლებას კაპიტულანტური განწყობები და რუსეთის ხელისუფლების ეგზისტენციალური შიში აქვს... კარგი, შეიძლება კრემლისკენ არ გაიშვირო ხელი, მაგრამ კადიროვზე, როგორც ღია მუქარის ავტორზე, ხომ უნდა თქვა რაღაც?! გარდა ამისა, ხანგოშვილის თემაზე ერთი განცხადება არ გაუკეთებიათ, არადა, ხანგოშვილი საქართველოს მოქალაქე იყო. მის მკვლელობაში გერმანიის პროკურატურა პირდაპირ ბრალს სდებს რუსეთის ხელისუფლებას, ამაზე მერკელმაც გააკეთა განცხადება, საქართველოს ხელისუფლება კი გასუსულია.

წაიკითხეთ გაზეთ"კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი გაზეთის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად
ხოოო
22 ივნისი 2020 11:08
ნეტავი შენ და შენს პატრონს რომ თავი მართალი გგონია, პუტინი რომ ჩვენი მტერია ეს არ ახალია, ძველია, მაგრამ შენ რომ გაუზრდელი და ძირგავარდნილი კაცი ხარ მსოფლიომ გაიგო.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები