პარლამენტი დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით უყრის კენჭს - კვირის პალიტრა

პარლამენტი დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით უყრის კენჭს

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის მეორე მოსმენა და კენჭისყრა დღეს გაიმართება. როგორც ბიუროს გუშინდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით კენჭისყრა მომდევნო კვირაში გაიმართება.

"ხვალ გაიმართება არჩევნებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებაზე მეორე მოსმენით კენჭისყრა, ხოლო მომდევნო კვირაში გაიმართება მესამე მოსმენით კენჭისყრა. ამით პარლამენტი სამჯერ განიხილავს და დაასრულებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებაზე მსჯელობას,"- განაცხადა თალაკვაძემ გუშინ.

ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით 21 ივნისს დაამტკიცა.

"ინტერპრესნიუსი"