"დიდი პატივი იქნებოდა, რომ ვიღაც უტიფარი არსების გამო რუსეთში პოპულარული სასმელის იმპორტი აგვეკრძალა" - რას აცხადებენ რუსი ექსპერტები გაბუნიას მორიგ გინებაზე?
"დიდი პატივი იქნებოდა, რომ ვიღაც უტიფარი არსების გამო რუსეთში პოპულარული სასმელის იმპორტი აგვეკრძალა" - რას აცხადებენ რუსი ექსპერტები გაბუნიას მორიგ გინებაზე?
ფოტო:ვლადიმირ ჟარიხინი,ლეონიდ კალაშნიკოვი,ნიკოლაი სილაევი
რუსულმა გაზეთმა "მოსკოვსკი კომსომოლეცმა" («Московский комсомолец») 23 ივნისს გამოაქვეყნა კორესპონდენტ მარინა ოზეროვას სტატია, რომელშიც მოცემულია რუსი ექსპერტ-პოლიტოლოგების კომენტარები ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას განმეორებით შეურაცხმყოფელ ტელეგამოსვლაზე რუსეთის ლიდერის მიმართ. პუბლიკაციის სათაური ასეთია: "რუსი ექსპერტების შეფასებები ქართველი ჟურნალისტის შეურაცხმყოფელ გამოხტომაზე ვლადიმირ პუტინისა და რამზან კადიროვის მიმართ: "ისინი, ვისაც საკუთარი თავის ძვირად გაყიდვა სურთ, ყველას გასაგონად გაჰყვირიან - ხალხო, ჩემი მოკვლა უნდათ!"

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

"ქართველმა ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ,
რომელიც იმით გახდა ცნობილი, რომ ერთი წლის წინათ ტელეეთერში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მისამართით უწმაწურად შეიგინა, კვლავ გაიმეორა იგივე და რუსეთის ლიდერთან ერთად, ჩეჩნეთის მეთაურიც რამზან კადიროვიც ზედ მიაყოლა.

"მოსკოვსკი კომსომოლეცმა" ექსპერტებს ჰკითხა, თუ როგორი გავლენა შეიძლება იქონიოს ასეთმა უტიფრულმა გამოხტომამ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე. მათი პასუხი ასეთია: სერიოზულ გავლენას ვერ
მოახდენს - იმიტომ, რომ ურთიერთობები ისეთი რთულია, მას მეტად ვეღარ გააუარესებ.

ვლადიმირ ჟარიხინი, დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, პოლიტოლოგი:
"რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ისედაც გაყინულია. დიახ, წინა წლებში ეკონომიკური კავშირები გამოცოცხლდა, ვაჭრობა აღდგა, საქართველო "ბორჯომით" გვამარაგებს, კორონავირუსამდე ტურიზმიც სწრაფი ტემპით ვითარდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ავიარეისები გაუქმებული იყო. მაგრამ ამასთან ერთად, ორ სახელმწიფოს შორის არანაირი პოლიტიკური ურთიერთობები არ არის, დიპლომატიური კავშირები თვითონ საქართველოს ინიციატივით გაწყდა, ასევე საკუთარი ინიციატივით გავიდა თბილისი დსთ-დან... ასე რომ, თუ ვინმე დედის გინებას იწყებს, ეს უშუალოდ მისი აღზრდის დონეზე მეტყველებს... ძალიან დიდი პატივი იქნებოდა, რომ ვიღაც თავხედი და უტიფარი არსების გამო რუსეთში პოპულარული სასმელის იმპორტი აგვეკრძალა".

ლეონიდ კალაშნიკოვი, სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე:
"ისინი, ვისაც საკუთარი თავის ძვირად გაყიდვა სურთ, ყველას გასაგონად გაჰყვირიან - ხალხო, ჩემი მოკვლა უნდათ! და ამ დროს პირველი, ვისაც ბრალს სდებენ, ვლადიმირ პუტინია, შემდეგი კი რამზან კადიროვი... მაგრამ ასეთი ხრიკები უკვე აღარ მუშაობს... ჩვენს შემგინებლებს და მათ ამერიკელ პატრონ-მფარველებს თავისი პრობლემებიც ბევრი აქვთ...
გიორგი გაბუნია
თუ თქვენ ის გინდათ, რომ ყოველ სისაძაგლეზე რუსეთმა რეაგირება მოახდინოს, მაშინ ისინი ამით მიზანს მიაღწევენ: ჩვენ აღვშფოთდებით, ისინი კი იტყვიან, - აი, ხედავთ, როგორც კი კუდზე ფეხი დავადგით, როგორ აყვირდნენო. და ასე შემდეგ. გასაგებია, რომ არის ფაქტები, რასაც ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით, თუ, მაგალითად, კულტურის ძეგლების მსხვრევას დაიწყებენ... გაბუნია კი ვის ჭირდება?".

ნიკოლაი სილაევი, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის კავკასიის პრობლემების ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი:
"ვფიქრობ, რომ გაბუნიას უწმაწური გამოსვლების საჯარო ეფექტი სუსტდება. წარმოიდგინეთ, თქვენი თავი რომელიმე ქართველი მოქალაქის ან პოლიტიკოსის ადგილზე, რომლებთაც რუსეთის მიმართ რაღაც ისტორიული პრეტენზიები ან წყენა აქვთ გულში ჩადებული. თქვენ ამ დროს ამბობთ, რომ რუსებთან მოლაპარაკება შეუძლებელია. როცა გკითხავენ, რომ კონკრეტულად რაში გამოიხატება თქვენი პრეტენზიები, ამ დროს ავანსცენაზე გამოდიან გაბუნიას მსგავსი ტიპები და წარმოსთქვამენ იმას, რის მოწმენიც ვართ. მაგრამ ასეთი უწმაწურობის შემდეგ განა თქვენს თავს გადახდენილ ისტორიულ უსამართლობებს და ღრმა სულიერ ტრამვებს ვინმე სერიოზულად მიიღებს? გიორგი გაბუნიამ თავისი გინებით ფასი დაუკარგა საქართველოს პრეტენზიებს რუსეთის მიმართ და საქართველოს კრიტიკას რუსული საგარეო პოლიტიკისადმი, თანაც ისე, რომ სხვა მსგავსს ვერავინ გააკეთებდა. ეს არის მისი გამოსვლის მთავარი შედეგი საქართველოსათვის.

ერთი წლის წინ გაბუნიას უტიფრობაზე რუსეთმა გონივრული რეაგირება მოახდინა - ავიამიმოსვლა აკრძალა. ახლა კი მისმა გამოხტომამ აზრი დაკარგა, მასზე სერიოზული რეაგირება არც ღირს. მისი ქცევა თბილის-მოსკოვის ურთიერთობაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს... ქართველ პოლიტიკოსებს (ნინო ბურჯანაძე მათ შორის იშვიათი გამონაკლისია) რუსეთზე და რუს პოლიტიკოსებს საქართველოზე იმდენი ცუდი აქვს ნათქვამი, რომ უკანდახევას უხერხულად მიიჩნევენ. ახლა საქართველოში პოლიტიკური ატმოსფერო ისეთია, რომ რუსეთთან ყოველი დიალოგი იმ წამსვე ღალატად იქნება შეფასებული. ასეთი განწყობები არ იძლევა ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობას. თუმცა ეპიდემიის დაწყების წინ რუსეთში გაისმა განცხადებები, რაც იმას მოწმობს, რომ მოსკოვი მზად არის ნორმალიზაციისათვის...". წყარო


მოამზადა სიმონ კილაძემ

გუგა
24 ივნისი 2020 09:12
ზოგადად რუსეთის მთავრობა უარესის ღირსია მაგრამ ტელევიზიით გინება მიუღებელია და ისევ საქართველოს აზარალებს და აზიანებს. ამ რუსეთსაც რაღათუნდა ამდენი ტერიტორია სულ დაკარგეს სინდისი რა. ერთმორწმუნე ერს შეიძლება ასე მოექცე? ანუ ძლიერი ხარ და გვჩაგრავ?
სიმართლე !
24 ივნისი 2020 09:02
რა უმწეობაზეა ლაპარაკი! ამდენი ჯარისკაცი მოგვიკლეს არც იმჩნევენ და ჩვენგან იქით ბოდიშებს ითხოვენ. მათი გამართლება უბრალოდ ქვეყნის ღალატი და სირცხვილია!
bejani
24 ივნისი 2020 07:24
მე მაგ "კაცუნას" შეგინებაზე გამეცინებოდა, რისი თავი აქვს და რამის გამკეთებელი მაინც იყოს!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები