"ვიღებდი სტუმრებს, დავრბოდით ეშმაკის ბორბალზე. ბევრს უყვარდა საქართველოში ჩასვლა: ჰილარი კლინტონს, ტრამპს, ჯონ მაკკეინს" - კვირის პალიტრა

"ვიღებდი სტუმრებს, დავრბოდით ეშმაკის ბორბალზე. ბევრს უყვარდა საქართველოში ჩასვლა: ჰილარი კლინტონს, ტრამპს, ჯონ მაკკეინს"

ბევრს უყვარდა საქართველოში ჩასვლა: ჰილარი კლინტონს, ჯონ მაკკეინს, იყო ტრამპიც, მასთან ერთად ფეხით დავდიოდი, ჩემი ელექტრომობილითაც ვატარებდი დილის შვიდ საათამდე , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის ყოველთვის მასპინძლობდა სტუმრებს

"მე ყოველთვის ვიღებდი სტუმრებს, ვატარებდი მათ, დავრბოდით ეშმაკის ბორბალზე. ბევრს უყვარდა საქართველოში ჩასვლა: ჰილარი კლინტონს, ტრამპს, ჯონ მაკკეინს, რომელიც ათჯერ იყო. იყო ტრამპიც. მასთან ერთად ფეხით დავდიოდით, ჩემი ელექტრომობილითაც ვატარებდი დილის შვიდ საათამდე. ორ ღამის კლუბში ვიყავით, ფანტანებზეც ვხტუნავდით", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემაში "სტუმრად დიმიტრი გორდონთან“ ჟურნალისტის "იუთუბ" არხზე.

"ინტერპრესნიუსი"