"ბოკერიას მოეთხოვება პასუხი იმისთვის, რომ ბურჯანაძის - ამ სრულიად კორუფციაში ჩაფლული პოლიტიკანკას რეინკარნაცია ხდება" - კვირის პალიტრა

"ბოკერიას მოეთხოვება პასუხი იმისთვის, რომ ბურჯანაძის - ამ სრულიად კორუფციაში ჩაფლული პოლიტიკანკას რეინკარნაცია ხდება"

პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ მაჟორიტარად იყრის კენჭს საბურთალოს ოლქში. მან kvirispalitra.ge-სთანსაკუთარ გეგმებზე და ოპოზიციურ ერთიანობაზე ილაპარაკა. ასევე ისაუბრა ნინო ბურჯანაძის პრემიერობის შესაძლო კანდიდატობაზე. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

- ბურჯანაძის პრემიერობაზე გიგლა ბარამიძემ განაცხადა, - ჩვენ დავასახელებთო. ესეც ბოკერიას ფანდი მგონია. გავრილოვთან ბოდიშის მომხდელმა ქალმა, რომელიც მუდმივად აკეთებს ანტიდასავლურ განცხადებებს, აგერ, 10 დღის წინ თქვა, არავითარი ნატო და დასავლეთიო, ქალმა, რომელსაც ის სიბინძურე აქვს გაცხადებული, რომ ხელისუფლება რუსეთის გრუ-ს ჯარს ელაპარაკოს... გაბედა და ოკუპირებულ საქართველოში პრემიერობაზე დაასველა სიტყვა. ბოკერიას მოეთხოვება პასუხი იმისთვის, რომ ბურჯანაძის - ამ სრულიად კორუფციაში ჩაფლული პოლიტიკანკას რეინკარნაცია ხდება. რუსეთის უბინძურეს თოქ-შოუებში, უკვე იმაზე ლაპარაკობენ, ოპოზიციის გაფართოებულ მაგიდასთანაც მიგვიშვეს, ჩვენ იქ ვზივართ, იქ ბურჯანაძე ზისო. ყველაფერი ბოკერიას დამსახურებაა, რომელმაც ეს სააკაშვილის ჯიბრით გააკეთა. მთელი 9 წელი ოპოზიციაში ვიყავი, იმიტომ, რომ მაშინ პენიტენციურ დაწესებულებებში საშინელი სიტუაცია იყო, მაგრამ რად უნდა ლაპარაკი, რომ სააკაშვილმა შეძლო სახელმწიფო რეფორმები ინსტიტუციური თვალსაზრისით. ძალიან მიკვირს, როცა სააკაშვილს ერთ მხარეს ბურჯანაძე ეჯდა, მეორე მხარეს ბოკერია, ეს ყველაფერი როგორ შეძლო? იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: "ასე "ეშმაკურად", სრულიად შემთხვევით გავიცანით ერთმანეთი. ერთ წლის მერე გავყევი"