"სააკაშვილი არის საშიში, როგორც საჭესთან, ისე უკანა სავარძელში" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი არის საშიში, როგორც საჭესთან, ისე უკანა სავარძელში"

სააკაშვილი არის საშიში, როგორც საჭესთან, ასევე, უკანა სავარძელში. ეს კარგად იცის ქართულმა საზოგადოებამ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სააკაშვილი თავის აქტუალობას მალე ყველგან დაკარგავს.

"სააკაშვილმა საერთოდ დაკარგა აქტუალობა და მალე დაკარგავს ყველგან და ყველაფერში თავის აქტუალობას. მის განცხადებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ბუნებრივია, არ აქვს. ის არის საშიში როგორც საჭესთან, ასევე, უკანა სავარძელში. ეს კარგად იცის ქართულმა საზოგადოებამ და მას არც საჭეს მიანდობს და არც უკანა სავარძელს არასდროს,"- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, არ აპირებს უკანა სავარძელზე ყოფნას. კითხვაზე იქმება თუ არა ისევ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მას საჭესთან ჯდომა უყვარს. "არ ვაპირებ უკანა სავარძელზე ყოფნას, მე საჭესთან ჯდომა მიყვარს. თვითმფრინავს საჭესთან, მანქანის საჭესთან, ფორმულის საჭესთან. ვნახოთ, რა იქნება",- განაცხადა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"