"მესმის ჩემი მეგობრების პოზიციაც, მეც ასე მოვიქცეოდი მათ ადგილას" - რას წერს გიორგი რურუა სოციალურ ქსელში - კვირის პალიტრა

"მესმის ჩემი მეგობრების პოზიციაც, მეც ასე მოვიქცეოდი მათ ადგილას" - რას წერს გიორგი რურუა სოციალურ ქსელში

"მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, ბრალდებული გიორგი რურუა მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია.

"მინდა გამოვეხმაურო 8 მარტის შეთანხმებას! ჩემი პოზიცია ასეთია, მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია, მნიშვნელობის აღნიშნვას აღარ დავიწყებ. მესმის ჩემი მეგობრების პოზიციაც, მეც ასე მოვიქცეოდი მათ ადგილას. ჩემი მძევლად დატოვება ახლა მეორეხარისხოვანია. უპრინციპობას ჩვენ ვერავინ დაგვაბრალებს.

პროპორციული საარჩევნო კანონის მიღება იყო და არის საზოგადოების მთავარი მოთხოვნა, ასევე ჩვენი საერთაშორისო მეგობრების თხოვნაც.

ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე", - წერს გიორგი რურუა "ფეისბუქის" გვერდზე.