მარშანია სამადაშვილს: "კომპლიმენტს გეუბნებით,ლამაზი ვარცხნილობა გაქვს დღეს დაყენებული, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

მარშანია სამადაშვილს: "კომპლიმენტს გეუბნებით,ლამაზი ვარცხნილობა გაქვს დღეს დაყენებული, მაგრამ..."

ძალიან ლამაზი ვარცხნილობა გაქვს დღეს დაყენებული. ეტყობა, ემზადებოდით გამოსასვლელად, ამ მგზნებარე სიტყვის სათქმელად, ტელევიზიები დაგესეოდნენ და იმიტომ განსაკუთრებულად მოემზადეთ, - ასე მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა ადა მარშანიამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრ სალომე სამადაშვილს.

ადა მარშანიამ "ნაციონალურ მოძრაობას" პოლიტიკური ხარაკირისკენ მოუწოდა და ამასთანავე განაცხადა, რომ ამ პოლიტიკური პარტიის წევრები არა პარლამენტში, არამედ მისი აზრით ციხეში უნდა ისხდნენ.

"პოლიტიკური ხარაკირი უნდა გააკეთოთ თქვენ დიდი ხანია, აქ მოდიხართ და კიდევ ენას ატლიკინებთ ქალბატონო, ვითომ და ვაი და ვუი დეპუტატო საქართველოს პარლამენტის. განსაკუთრებულო მონა სადისტი და კრიმინალი სააკაშვილისა. ძალიან ლამაზი ვარცხნილობა გაქვს დღეს დაყენებული, ეტყობა ემზადებოდით გამოსასვლელად, ამ მგზნებარე სიტყვის სათქმელად და ტელევიზიები დაგესეოდნენ და იმიტომ განსაკუთრებულად მოემზადეთ. კომპლიმენტს გეუბნებით, მაღალი სტანდარტის ვარცხნილობა გაქვთ, მაგრამ მორალური და ზნეობრივი არავითარი უფლება თქვენ არ გაქვთ, რომ ადამიანის უფლებებსა და პოლიტპატიმრებზე აქ ისაუბროთ ", - განაცხადა ადა მარშანიამ.

კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშს ისმენდნენ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სალომე სამადაშვილმა ომბუდსმენს ქვეყანაში არსებულ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებული კითხვით მიმართა.

"ინტერპრესნიუსი"