"მთავარი კითხვა, რაზეც გახარიასგან მინდა პასუხი მივიღო არის: ის პრემიერია თუ მენეჯერია, რომელიც ივანიშვილმა მთავრობის სამართავად დანიშნა?" - კვირის პალიტრა

"მთავარი კითხვა, რაზეც გახარიასგან მინდა პასუხი მივიღო არის: ის პრემიერია თუ მენეჯერია, რომელიც ივანიშვილმა მთავრობის სამართავად დანიშნა?"

ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რაზეც გახარიასგან მინდა პასუხი მივიღო არის: ის პრემიერ-მინისტრია თუ მენეჯერია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის სამართავად დანიშნა? - ამის შესახებ ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს პრემიერის წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით განუცხადა, რომელსაც გახარია ხვალ პარლამენტს წარუდგენს.

გოგიჩაიშვილის თქმით, გახარიასგან ის ჯერ პასუხს მოისმენს, რა ფუნქციით არის მთავრობაში და შემდეგ დაუსვამს სხვა საკითხებზე კითხვებს.

"ვფიქრობთ, რომ ხვალინდელი დღე მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ, ვისაუბროთ ქვეყანაში არსებულ სერიოზულ პრობლემებზე. კარგი იქნება თუ გახარიასგან მივიღებთ ისეთ პასუხებს, სადაც ის სხვადასხვა საკითხზე პასუხისმგებლობას იღებს. სამწუხაროდ, ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რაზეც მისგან მინდა პასუხი მივიღო არის: ის პრემიერ-მინისტრია თუ მენეჯერია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის სამართავად დანიშნა? ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის. თუ გახარია გვეტყვის, რომ ის მენეჯერია, მაშინ მის მიმართ ინტერესი ნელდება იმიტომ, რომ მენეჯერს ვერ მოსთხოვ პასუხს. ჩვენ გვინდა პასუხი მოვთხოვოთ პოლიტიკოსს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა უმრავლესობით აირჩია პრემიერად. ამიტომ ჯერ გავარკვევთ ურთიერთობას, ვინ არის ის და რა ფუნქციით არის მთავრობაში," - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"