პარლამენტში პრემიერის წლიური ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

პარლამენტში პრემიერის წლიური ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს

პარლამენტში პლენარული სესია მიმდინარეობს, სადაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია წლიურ ანგარიშს წარადგენს.

სხდომა მცირედი ხმაურით დაიწყო. პრემიერის ანგარიშის წარდგენამდე დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბიძინა გეგიძემ პროცდურაზე სიტყვა ითხოვა, რის საშუალებაც არ მისცა პარლამენტის თავმჯდომარემ. არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ პროცედურა დეტალურად არის განსაზღვრული. მომხდარს გამოეხმაურა ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი ლევან კობერიძე, რომელაც აღნიშნა, რომ "პრემიერი ცოტა ხანს მოიცდის". ბიძინა გეგიძემ კი პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა. ამ წუთებში სესიაზე სიმშვიდეა და გიორგი გახარია ანგარიშს წარადგენს.

პრემიერის ანგარიშის წარდგენას დღეს ესწრება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველოც". სხდომაზე რეგისტრაცია 120- მა დეპუტატმა გაიარა.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ორჯერ წარსდგა - 27 მაისს პრემიერმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა, 29 მაისს კი პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფებოდა.