ელენე ხოშტარია: "გადაეცით მაგ თქვენ სუს-ს და ზედ ბიძინა ივანიშვილს, ფეხებზე გვკიდია" - კვირის პალიტრა

ელენე ხოშტარია: "გადაეცით მაგ თქვენ სუს-ს და ზედ ბიძინა ივანიშვილს, ფეხებზე გვკიდია"

პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარია მიერ წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ დეპუტატები პრემიერს კითხვებს უსვამენ. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრის, ელენე ხოშტარიას კითხვა 20 ივნისს შეეხებოდა.

"ბატონო გიორგი, ჩემი კოლეგებისგან განსხვავებით, ნამდვილად არ გამკვირვებია, რომ თქვენ არ გიხსენებიათ 20 ივნისი იმიტომ, რომ 20 ივნისის შემდეგ, რომ დადეთ პირობა, რომ სრულად გამოიძიებდით მომხდარს და მერე წახვიდოდით და რა თქმა უნდა, საპირისპიროდ იქცევით -კარგად ირგებთ პრემიერ-მინისტრის სკამს, მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" მართულმა ტროლების ქარხანამ დიდი იერიში მიიტანა დაზარალებულებზე და კონკრეტულად, მაკო გომურზე, მას შემდეგ, რაც არცერთი პოლიციელი არ დასჯილა ამდენი ხნის განმავლობაში, მას შემდეგ, ლავროვის მოთხოვნით, პირიქით გავრილოვის პატიმრები გააჩინეთ და ერთი მათგანი გიორგი რურუა ახლაც იქ ზის...

თუმცა თქვენგან განსხვავებით, ამ ქვეყანაში არიან ღირსეული ადამიანები, ერთ-ერთი მათგანი ომბუდსმენი იყო გუშინ აქ და დასაბუთებულად, ყველანაირი პოლიტიკური ინტერპრეტაციის გარეშე ისაუბრა, რომ ეს იყო დანაშაულებრივი უმოქმედობა, რომ იმ კონკრეტულ მომენტში არ გააჩერეთ ის პოლიციელები, რომ არ იძიებთ ამ საქმეს ბოლომდე, რომ რეზინის ტყვიების ბრძოლას სჭირდება სპეციალური ბრძანება და ა.შ. ამიტომ ერთადერთი კითხვა მაქვს თქვენთან, უბრალოდ რად გიღირთ ეს ყველაფერი 20 ივნისის შემდეგ და მეორე, თუ შეიძლება, კომიკურია თუ სატირალი არ ვიცი, მაგრამ დღეს ვუყურებთ, სუს-ი როგორ ურეკავს ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს და იბარებს სუს-ში, ერთადერთი რამე მინდა გთხოვოთ, გადაეცით მაგ თქვენ სუს-ს და ზედ ბიძინა ივანიშვილს, ფეხებზე გვკიდია", - მიმართა ელენე ხოშტარიამ გიორგი გახარიას.