"ქალბატონი სამადაშვილი რატომ მემუქრებოდა, რას მერჩოდა..." - კვირის პალიტრა

"ქალბატონი სამადაშვილი რატომ მემუქრებოდა, რას მერჩოდა..."

"მაგარი კი არა კურდღლები ხართ და რატომ იცით? აი, ამ შეხვედრისთვის რომ ემზადებოდით და რომ იმუქრებოდით, აი ახლა ჩვეენო..." - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ, მის მიმართ გამოთქმული რეპლიკების საპასუხოდ.

"სად არის ქალბატონი სამადაშვილი, 20 ივნისს, აქ, პარლამენტში შემხვდა და მემუქრებოდა ეხლა გაიქეცი აქედანო, თორე ის ხალხიო, გარეთ რომ არისო (აი, მობრძანდა, როგორც კი ვახსენე, მობრძანდა), შემოვარდება და გაგაგდებენო აქედანო... სიტყვასიტყვით ასე მემუქრებოდა, ამის ჩანაწერი არსებობს, მე კი არ ვიგონებ...  გარდა ამისა, ბატონო სერგო, რა არის იცით, ახლა, სიმართლე ერთია, თქვენც ხომ ჩემზე უკეთესად იცით, სამართლიანი აქცია, რომელიც მოქალაქეებმა დაიწყეს გავრილოვის ამ სავარძელში ჯდომის დროს, სადღაც 9 საათზე, აი, ეს თქვენი ფრთა პარლამენტისთვის საერთოდ უცხო ადამიანებით იყო სავსე, და კითხვას ერთმანეთს რატო არ უსვამთ, ეს ხალხი აქ როგორ შემოვიდა? რა უნდოდა ამ ხალხს, მიზანი რა ჰქონდა, ქალბატონი სამადაშვილი რატომ მემუქრებოდა, რას მერჩოდა, შინაგან საქმეთა მინისტრი მაშინ მოვედი, რომ თქვენ, დეპუტატები დამეცავით გარედან ხალხი რომ არ შემოვარდნილიყო..." - მიმართა გიორგი გახარიამ ოპოზიციონერ დეპუტატებს.