"კინაღამ შარვლიდან ამოხტით, დაწყნარდით, დამშვიდდით" - გიორგი გახარია ოპოზიციას მიმართავს - კვირის პალიტრა

"კინაღამ შარვლიდან ამოხტით, დაწყნარდით, დამშვიდდით" - გიორგი გახარია ოპოზიციას მიმართავს

თქვენი ხმამაღალი საუბარი, ემოციები, ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს, სამწუხაროდ, ასეა, რაღაც პერიოდის წინ ნიშნავდა, ვცდილობდი რაღაც შინაარსი მეპოვნა, სამწუხაროდ, ასე მოხდა, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საპარლამენტო ოპოზიციას. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ქვეყნის ოპოზიცია, რომელიც თავის თავს ძირითად ოპოზიციას უწოდებს, ასეა შინაარსისგან დაცლილი.

"რთულია ეს ყველაფერი, რა, რთულია. თქვენ უბრალოდ ერთ რამეს ვერ ითვალისწინებთ, რომ მე შეურაცხყოფას ვერ მომაყენებთ, მე აქ რომ ვდგავარ, ჩემს პასუხისმგებლობას თითოეული მოქალაქის წინაშე ვიაზრებ და თქვენი ხმამაღალი საუბარი, ემოციები, ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს, სამწუხაროდ, ასეა. რაღაც პერიოდის წინ ნიშნავდა, ვცდილობდი რაღაც შინაარსი მეპოვნა, სამწუხაროდ, ასე მოხდა. უმძიმესია, როდესაც ქვეყნის ოპოზიცია, რომელიც რატომღაც, თავის თავს ძირითად ოპოზიციას ეძახის, იმდენად არის შინაარსისგან დაცლილი, რომ მთელი დღის განმავლობაში, მეორე დღეა, მესამე თუ არა უკვე, თემები აქვს: გავრილოვი, ადამიანების ტრაგედიები. ბატონი რატიანი კერზაიების ტრაგედიით სპეკულირებს უკვე მეორე წელია, აქ საერთოდ მორალი სად არის, უბრალოდ არ მისმის. ეს შესაფასებელია თითოეული მოქალაქის და ეს შეფასება საბედნიეროდ, სულ მალე მოხდება და იმედი მაქვს, რომ ამ პარლამენტის ხარისხი, ოპოზიციის მათ შორის, იქნება ცოტა უფრო უკეთესი… აი, თქვენს თავს იბრაზებთ, რაღაცაზე ბრაზდებით, კინაღამ შარვლიდან ამოხტით, დაწყნარდით, დამშვიდდით, საერთოდ არანაირი პრობლემა არ არის, გიპასუხებთ", - განაცხადა გახარიამ.

"ინტერპრესნიუსი"