"ნაციონალური მოძრაობა" რომ დამთავრდეს, ამისთვის უნდა დამთავრდეს "ქართული ოცნება" - გედევან ფოფხაძე პრემიერს მიმართავს - კვირის პალიტრა

"ნაციონალური მოძრაობა" რომ დამთავრდეს, ამისთვის უნდა დამთავრდეს "ქართული ოცნება" - გედევან ფოფხაძე პრემიერს მიმართავს

პირდაპირ მოვუწოდებ პრემიერს - დაამთავრეთ "ქართული ოცნება" და ეს იქნება წინაპირობა იმის, რომ დამთავრდეს "ნაციონალური მოძრაობა", - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ პარლამენტში განაცხადა.

"მე მიმაჩნია, რომ ამ ვითარებაში გვაქვს ძალიან მარტივი გადაწყვეტილებები მისაღები. "ნაციონალური მოძრაობა" რომ დამთავრდეს, ამისთვის უნდა დამთავრდეს "ქართული ოცნება" და ბატონ გახარიას თუ უნდა, რომ ეს გააკეთოს, რომ დაამთავროს "ნაციონალური მოძრაობა", მე პირდაპირ მოვუწოდებ პრემიერს - დაამთავრეთ "ქართული ოცნება", დამთავრდით როგორც ხელისუფლება და ეს იქნება წინაპირობა იმის, რომ დამთავრდეს "ნაციონალური მოძრაობა", - განაცხადა დეპუტატმა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" უფრო მეტი "ნაციონალური მოძრაობა" გახდა, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობაა".

"ინტერპრესნიუსი"