"ივანიშვილს გახარიას ავტორიტეტი რომ ნერვებს უშლიდეს, ეს უსათუოდ გამოჩნდებოდა..."
"ივანიშვილს გახარიას ავტორიტეტი რომ ნერვებს უშლიდეს, ეს უსათუოდ გამოჩნდებოდა..."
ფოტო:გიორგი გახარია, ბიძინა ივანიშვილი
გია ხუხაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა: "ბიძინა ივანიშვილს გახარიას მიმართ წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება აქვს. ერთი მხრივ, ეჭვიანობს და ხვდება, რომ მის აბსოლუტურ ძალაუფლებას საფრთხეს უქმნის, მეორე მხრივ, იცის, რომ უმისოდ არჩევნებზე ფონს ვერ გავა. ვფიქრობ, მას შეინარჩუნებს არჩევნებამდე, შავ სამუშაოს შეასრულებინებს და მერე გადააგდებს..." - ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტებს ინტერვიუდან:

- გია ხუხაშვილი გაცილებით უკეთ იცნობს ბიძინა ივანიშვილს და ამიტომაც, ალბათ, აქვს ამის
თქმის საფუძველი, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ დავუკვირდებით, როგორ იცვლებოდნენ აქამდე პრემიერები, შევნიშნავთ, რომ ეს მათი აღზევების პიკში არასდროს მომხდარა. როცა ღარიბაშვილი, კვირიკაშვილი და მით უფრო - ბახტაძე თანამდებობიდან გაუშვეს, მართლაც არ იყვნენ საუკეთესო ფორმაში. ისინი შეცვალეს სწორედ პრობლემების გამო. გაუგებარია, დღეს, როცა გახარია წარმატებულ პრემიერად
მიიჩნევა, რატომ უნდა "გადააგდონ"?
...
გახარია უნიკალური მოვლენაა "ქართული ოცნებისთვის". ადრე ასეთი ფიგურა იყო ივანიშვილი. ახლა ვხედავთ, რომ ივანიშვილი საერთოდ განზე დგას, პროცესებში არ ერევა და ცდილობს, გუნდი არჩევნებამდე მისი დახმარების გარეშე მივიდეს. აქამდე საარჩევნოდ ივანიშვილის სახელი ყოველთვის მაშველი რგოლი იყო, დღეს კი მთავარი ფიგურა არის გახარია. დამეთანხმებით, "ქართული ოცნებისთვის" არატიპური ვითარებაა შექმნილი...
ამასთანავე, ივანიშვილი რეალურად არსად წასულა. ის რჩება "ქართული ოცნების" დიდ რესურსად და ამას ემატება ადმინისტრაციული რესურსი, რაც სახელისუფლებო პარტიას ყოველთვის აქვს.
...
ივანიშვილს გახარიას ავტორიტეტი რომ ნერვებს უშლიდეს, ეს უსათუოდ გამოჩნდებოდა კორონავირუსის საფრთხესთან ბრძოლის პროცესში. ბოლოს და ბოლოს, ჩაერეოდა, ოპოზიციასავით არ დაიშურებდა რეკომენდაციებს, საზოგადოების ყურადღებას მიიქცევდა და გახარიას ავტორიტეტს არ გაუყოფდა.
ბრძოლის პროცესში გახარია თავს ასე მყარად ვერ იგრძნობდა. ანუ საკუთარი აქტიურობით ივანიშვილი არ დაუშვებდა, ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას ეფიქრა, რომ კოვიდინფექციასთან ბრძოლა გახარიას მოგებულია. ამიტომ ვერსია, რომ ივანიშვილი ებრძვის გახარიას მზარდ ავტორიტეტს, წინა პრემიერების შეცვლის პირობებისა და ახლანდელი პრემიერის საქმიანობაში ჩაურევლობის ფონზე, დამაჯერებლად არ მეჩვენება.



ალექს
30 ივნისი 2020 10:17
ცუდად იცნობთ !ის კარგად გცნობთ , ექსპერტებს !
30 ივნისი 2020 09:05
ვეთანხმები რამაზ საყვარელიძეს!
აბაჩია იასონი
29 ივნისი 2020 10:41
ივანიშვილი და გახარია საქართველოს ღირსეული შვილები არიან, დიდი ტვირთი ადევთ და პასუხისმგებლობა, ძალიან ძლიერები არიან, ყველანაირ შიზოიდებს, სექტანტებს, ქვეყნის შიდა და გარე მტრებს მოერევიან, რა თქმა უნდა თუ არ მობეზრდათ ეს ყველაფერი.

რუბრიკის სხვა სიახლეები