"სანიკიძის ბრალდებებს აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა გასცა მკვეთრი პასუხი" - რას იზამს ჰუბერტ ქნირში? - კვირის პალიტრა

"სანიკიძის ბრალდებებს აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა გასცა მკვეთრი პასუხი" - რას იზამს ჰუბერტ ქნირში?

საკონსტიტუციო ცვლილებებზე მიღწეულ ე.წ. 8 მარტის შეთანხმებაზე საუბრისას გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა, რურუა შეთანხმებაში არ არის მოხსენიებული და ეს ყველას შეუძლია წაიკითხოსო, რასაც ოპოზიციის მწვავე განცხადებები მოჰყვა. ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, გერმანიის სამარცხვინო ელჩი საკუთარ ბიზნესზე მუშაობსო და დასძინა: "გერმანიის ელჩს ივანიშვილის რეჟიმი აფინანსებს. მივმართავ გერმანიის მთავრობას, გაიწვიეთ სამარცხვინო ელჩი", ხოლო გიგა ბოკერიამ ბრძანა: "თანავუგრძნობ მას, არ ვიცი, მერამდენედ უნდა გაეხვიოს ასეთ შარში, თარგმანში დაკარგულს ჰგავს ხოლმე და შემდეგ ბოდიშის მოხდა უწევს". - ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

- პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართველ პოლიტიკოსებს ჩვენი უცხოელი დიპლომატების შეფასებები არ მოსწონთ და ასეთ მწვავე, მეტიც, არაკორექტულ განცხადებებს აკეთებენ. ეტყობა, ჩვენ ძალიან შევეჩვიეთ ყოვლად დაუსაბუთებელ ბრალდებებს. ეს იგივე შეურაცხყოფაა. უარგუმენტო, ცრუბრალდებისთვის ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში განმცხადებელს სამართლებრივ პასუხს სთხოვენ, ჩვენთან კი არავინ ისჯება. სანამ საქართველოშიც სამართლებრივი მოთხოვნები არ დადგება დღის წესრიგში, ყველაფერი ძველებურად გაგრძელდება. ალბათ, გერმანიის ელჩი არ იჩივლებს სასამართლოში, მაგრამ კარგია, რომ მმართველმა პარტიამ მაინც აიღო პასუხისმგებლობა და ბოდიში მოიხადა.

რამაზ საყვარელიძე

ამას წინათ დაახლოებით ანალოგიურ შემთხვევაში გუბაზ სანიკიძის ბრალდებებს თვითონ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა გასცა მკვეთრი პასუხი, შესაბამისად, სანიკიძეს უკან დახევამ მოუწია.

აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ როდესაც ხელისუფლებას აკრიტიკებენ, ასეთივე განცხადებები გვესმის მმართველი პარტიის წევრებისგანაც. კიდევ უფრო მძიმეა, როდესაც ხელისუფლებისგან ვისმენთ ბრალდებებს, რომ ზოგიერთი ამერიკელი კონგრესმენი თუ ევროპარლამენტარი "ნაციონალურ მოძრაობაზე" მუშაობს და შესაძლოა გახვეული არიან კორუფციაში. ხელისუფლებას უფრო მეტად მოეთხოვება წარმოადგინოს ამგვარი შეფასების დამაჯერებელი არგუმენტები ან უარი თქვას ამგვარ ბრალდებებზე.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: "ამერიკის საელჩო ივანიშვილის საუბრებს ისმენს" - რა უპასუხა აშშ-ის ელჩმა გუბაზ სანიკიძის სკანდალურ განცხადებას?