რას წერს გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში, საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებაზე - კვირის პალიტრა

რას წერს გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში, საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებაზე

მივესალმები საქართველოს პარლამენტის 29 ივნისის გადაწყვეტილებას, რისი შედეგიც იქნება პოლიტიკური სპექტრის უფრო ფართო წარმომადგენლობა შემდეგი მოწვევის პარლამენტში , - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

კვირიკაშვილი მადლობას უხდის ყველა პოლიტიკურ ძალას, ვინც აღნიშნული ცვლილებების მიღება უზრუნველყო და საერთაშორისო პარტნიორებს, პროცესის ხელშეწყობისთვის.

"მივესალმები საქართველოს პარლამენტის 29 ივნისის გადაწყვეტილებას, რისი შედეგიც იქნება პოლიტიკური სპექტრის უფრო ფართო წარმომადგენლობა შემდეგი მოწვევის პარლამენტში და შესაბამისად, უმაღლესი წარმომადგენლობითი ინსტიტუტის უფრო მაღალი ლეგიტიმაციის ხარისხი.

ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას ამ დემოკრატიულ მიღწევას. მადლობა ყველა პოლიტიკურ ძალას, ვინც უზრუნველყო ეს წინგადადგმული ნაბიჯი. მადლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და ფასილიტატორ ელჩებს ამ უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესის ხელშეწყობისათვის",- წერს გიორგი კვირიკაშვილი "ფეისბუქზე".