იქნება თუ არა გიორგი გახარია "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის სათავეში ?
იქნება თუ არა გიორგი გახარია  "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის სათავეში ?
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქართული საზოგადოების წინაშე გამოცდა ბევრჯერ ჩააბარა და საარჩევნო სიის სათავეში გახარიას კანდიდატურა მისთვის მისაღებია. აღნიშნულით მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრი ბევრისთვის გასაკვირად, კარგი კრიზისმენეჯერი აღმოჩნდა.

"ნებისმიერ შემთხვევაში, მამუკა მდინარაძისთვის მისაღებია და მე ვფიქრობ, ეს ადამიანი ღირსეული ადამიანია, რომელმაც ბევრჯერ ჩააბარა გამოცდა ქართული საზოგადოების წინაშე, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როცა ის აღმოჩნდა ბევრისთვის შეიძლება გასაკვირადაც კი, იმდენად კარგი კრიზისმენეჯერი, რომ
მათ შორის, მისი ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყანა ამაყობს იმ მიღწევებით, რაზეც კოვიდ19-თან დაკავშირებით შეგვიძლია, ვისაუბროთ. ანუ აღმოჩნდა იმ მენეჯერული სისტემის სათავეში, რომელმაც მოახერხა ის, რაც ვერ მოახერხა ჩვენზე გაცილებით ძლიერმა ბევრმა ქვეყანამ", - განაცხადა მდინარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?