"ქართული ოპოზიციის კალაშოვი - ბოკერია ივანიშვილთან რომაა შეკრული, ამას რად უნდა ლაპარაკი?"
01-07-2020
"ქართული ოპოზიციის კალაშოვი - ბოკერია ივანიშვილთან რომაა შეკრული, ამას რად უნდა ლაპარაკი?"
ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ: "თუ ვინმეა შეკრული ივანიშვილთან, ეს სინამდვილეში არის ბოკერია", ის მას "ქართული ოპოზიციის კალაშოვად" მოიხსენიებს, რატომ ფიქრობს ასე, მან ჩვენთან ინტერვიუში ისაუბრა, რომლიდანაც ნაწყვეტს გთავაზობთ:

- ჩვენთან ინტერვიუში თაკო ჩარკვიანმაც თქვა, გაერთიანებულ ოპოზიციაში ყველაფერს ბოკერია ხლართავს, ფსევდოოპოზიციაა და ამჯერადაც ისევე უნდა მანდატების მოპარვა, როგორც ეს "ნაციონალებს" გაუკეთაო. რა მიზანი აქვს ბოკერიას და რა თამაშს თამაშობს, თუ იცით?
- ბოკერია ივანიშვილთან რომაა შეკრული, ამას რად უნდა ლაპარაკი? ეს
იმაში გამოიხატება, კაცად ვინც აქცია, 2016 წელს იმას გადაუხტა და თან როგორ გადაუხტა - კი არ დაუპირისპირდა სააკაშვილს, ჯერ პარლამენტში შევიდა, მერე აქცია ზურგი და სხვა ნავში გადახტა. არ არის რთული მისახვედრი, ვისი თამაში ითამაშა ბოკერიამ, ვისგან იყო ეს ორკესტრირებული და ვის ინტერესში შედიოდა, რა
თქმა უნდა, ივანიშვილის. სულაც არ ვარ "ნაციონალური მოძრაობის" გულშემატკივარი, მაგრამ ფაქტებს შეფასება სჭირდება. ბოკერიას ივანიშვილის კრიტიკაც საზოგადოების თვალის ასახვევად სჭირდება, სინამდვილეში, უნდა აურ-დაურიოს ყველაფერი ოპოზიციაში, აჩვენოს, თითქოს თვითონ არის ყველაზე მაგარი და მერე "ქართულ ოცნებას" აჩუქოს მანდატები, თორემ, თუ მიზანი არის ის, რომ "ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარულ ოლქებში რაც შეიძლება ბევრგან წააგოს და პირველ რიგში, თბილისის 8 მაჟორიტარულ ოლქში, ამის მისაღწევად ხომ ყველაზე ეფექტური გზაა, რომ რვავე ოლქში ძლიერი მაჟორიტარები იდგნენ? კანდიდატის სიმაგრეს განსაზღვრავს მისი რეიტინგი და ხალხის მხარდაჭერა, ხალხის მხარდაჭერის გარკვევის ერთადერთი გზა კი გამოკითხვის ჩატარებაა. ამაზე ამბობს ბოკერია, არა, ასე არ გვინდა, მე როგორც ვამბობ, ისე უნდა იყოსო. და აბა ახლა დაასკვენით, ვის თამაშს თამაშობს ეს კაცი. იხილეთ სრულად
Abc
03 ივლისი 2020 00:05
Xyz ჯობია საკუთარი სახელი დაწერო
მამუკა
02 ივლისი 2020 14:16
შენ?
...
02 ივლისი 2020 10:52
ერთადერთი, ვისთანაც ბიძინა ივანიშვილი შეკრულია, მხოლოდ ქართველი ხალხია.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოღალატეები ათას ტყუილს იგონებენ, რომ მისი ავტორიტეტი შეარყიონ, მაინც არაფერი გამოსდით...
ბიძინა ივანიშვილი ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს ააყვაოს ქვეყანა; ამისთვის კი ყველაფერს აკეთებს...

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები