"ერთი ყალბი კაცია ვაშაძე, რომელიც ხან პრემიერ-მინისტრობაზე ოცნებობს, ხან - რაზე" - კვირის პალიტრა

"ერთი ყალბი კაცია ვაშაძე, რომელიც ხან პრემიერ-მინისტრობაზე ოცნებობს, ხან - რაზე"

ნიკა მელიას შესაძლებლობებში თუ ხართ დარწმუნებული და ღიად დაუჭირეთ მხარი, გიორგი ვაშაძეს რას ერჩით, როცა თქვით, მიუღებელია ისანში მისი კანდიდატურის დაყენება, წაგებისთვისაა განწირულიო? - ამ კითხვაზე ალეკო ელისაშვილმა ასე უპასუხა:

- ვაშაძე რამდენ არჩევნებშიც მონაწილეობდა, 1%-ზე მეტი არსად აუღია და ახლა რატომ გახდება ვითომ, მომგებიანი კანდიდატი? ერთი ყალბი კაცია ვაშაძე, რომელიც ხან პრემიერ-მინისტრობაზე ოცნებობს, ხან - რაზე. სწორედ ის მიკვირს, ასეთ კანდიდატებს რატომ აკვეხებენ, ხომ შეიძლება ჩავატაროთ ეს ოხერი კვლევა და ვნახოთ, ვინ უნდა ხალხს. ნიკა მელიას რაც ეხება, ის გულწრფელი და მებრძოლი კაცია და ეს მომწონს, თორემ მისი პარტია სულაც არ მეხატება გულზე. იხილეთ სრულად