"ქართული დესანტი" - რა ფოტოებს აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"ქართული დესანტი" - რა ფოტოებს აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებს.

"ქართული დესანტი", - წერს სააკაშვილი "ფეისბუკში", მინაწერს კი თან ახლავს ფოტოები სადაც ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნებიც ჩანან, მათ შორის, ლევან ვარშალომიძე და ზურაბ ადეიშვილი.

ფოტოებიდან ჩანს, რომ ეროვნული საბჭოს სხდომას ესწრება უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკიც.