რატომ გარიცხეს ბათუმის საკრებულოს წევრი თემურ კახიძე "ქართული ოცნებიდან" და უმრავლესობიდან? - კვირის პალიტრა

რატომ გარიცხეს ბათუმის საკრებულოს წევრი თემურ კახიძე "ქართული ოცნებიდან" და უმრავლესობიდან?

ბათუმის საკრებულოს წევრი, თემურ კახიძე "ქართული ოცნებიდან" და საკრებულოს უმრავლესობიდან გარიცხეს. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კახიძე პარტიიდან "მმართველი გუნდის პრინციპებთან მისი საქმიანობის შეუსაბამობის" გამო გაირიცხა.

"ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, თემურ კახიძე გარიცხულია პარტია "ქართული ოცნებიდან", შესაბამისად გარიცხულია საკრებულოს უმრავლესობიდანაც, მმართველი გუნდის პრინციპებთან მისი საქმიანობის შეუსაბამობის, მათ შორის მერკანტილურ პოლიტიკურ გარიგებებში მონაწილეობის საფუძვლით", - ნათქვამია განცხადებაში.