"ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ვიზეარი" ქუთაისში საკუთარ ბაზას ხურავს... ეს ცუდი სიგნალია"
"ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ვიზეარი" ქუთაისში საკუთარ ბაზას ხურავს... ეს ცუდი სიგნალია"
"ევროპული საქართველოს" წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, ქუთაისში "ვიზეარის" ბაზის დახურვა ცუდი სიგნალი იქნება, რომელზეც გავლენა მთავრობის გადაწყვეტილებამ მოახდინა. "ევროპული საქართველო" მოუწოდებს მთავრობას, აღადგინოს ფრენები ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებთან მაინც, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარება შეფასებულია, როგორც კარგი ან ძალიან კარგი.

"ვრცელდება ინფორმაცია, რომ დიდი ალბათობით ქუთაისში საკუთარ ბაზას ხურავს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია "ვიზეარი". მომავალში, როცა ფრენები აღდგება, "ვიზეარის" ფრენები რაღაც რაოდენობით მაინც იქნება, მაგრამ ეს არის ძალიან ცუდი სიგნალი, რომელზეც პირდაპირ გავლენა მოახდინა
მთავრობის მცდარმა და საზიანო გადაწყვეტილებამ, რომ არ გაეხსნა რეგულარული ფრენები ევროკავშირთან, ყოველ შემთხვევაში, ევროკავშირის იმ ქვეყნებთან, სადაც არის კარგი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ეს გადაწყვეტილება მთავრობის გაუგებარი და ბრიყვულია მით უფრო, როცა ევროკავშირმა საქართველო შეიყვანა უსაფრთო ქვეყნების სიაში და ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ, ევროკავშირში შევიდნენ კარანტინის გარეშე.
უამრავი ადამიანი - მძღოლი, გიდი, მიმტანი, სასტუმროს და ბინის მფლობელი, დამლაგებელი, მარნის მფლობელი და ა.შ, უამრავი ადამიანი, ვინც იმედის თვალით შეჰყურებდა 1 ივლისიდან ფრენების გახსნას, მთავრობამ დატოვა შანსის გარეშე, რომ თუნდაც სიმბოლური შემოსავალი მიიღოს ტურიზმიდან. მდგომაროება არის მით უფრო საგანგაშო, ჩვენი ინფორმაციით, მთავრობა განიხილავს, რომ რეგულარული ფრენები არ აღდგეს არც აგვისტოში, რაც იქნება გამანადგურებელი დარტყმა ამ ადამიანების, რომლებიც უბრალოდ დგანან ფინანსური და ეკონომიკური კატასტროფის წინაშე", - განაცხადა კანდელაკმა.

ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ვიზეარი" ქუთაისის აეროპორტში არსებულ ბაზას ხურავს, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები