"ირაკლი კობახიძემ თავის თავს შეხედოს კარგად, როგორ გამიბედავდა მე "ნაციონალური მოძრაობა" რაღაც შავ-ბნელ მოლაპარაკებებს?!" - კვირის პალიტრა

"ირაკლი კობახიძემ თავის თავს შეხედოს კარგად, როგორ გამიბედავდა მე "ნაციონალური მოძრაობა" რაღაც შავ-ბნელ მოლაპარაკებებს?!"

ირაკლი კობახიძემ თავის თავს შეხედოს კარგად, დიდი დურბინდით, ლაფშია რომ არის ამოსვრილი, კრიმინალური კოჰაბიტაციით "ნაციონალურ მოძრაობასთან" პოლიტიკურ ლაფშია ამოსვრილი, - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ადა მარშანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით კენჭისყრას "ნაციონალურმა მოძრაობამ" ადა მარშანია ჩამოაშორა.

ადა მარშანია ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მას შავ-ბნელ მოლაპარაკებებს ვერ გაუბედავდა.

"ერთადერთ მიზეზი, რატომაც არ ვიყავი მეორე კოსმენით კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზში, არის ჩემი პირადი საქმე, ჯანმრთელობა. მქონდა საშინლად მაღალი წნევა, ესაა ერთადერთი მიზეზი. "ნაციონალური მოძრაობა" ჩემთან მოსალაპარაკებლად და გადასაბირებლად კი არა, გამარჯობის სათქმელად ახლოს არ მოდის. სწორია და კარგია ეს. მე მაქვს მათთან ასეთი ურთიერთობები და როგორ გამიბედავდა მე "ნაციონალური მოძრაობა" რაღაც შავ-ბნელ მოლაპარაკებებს?! ირაკლი კობახიძემ თავის თავს შეხედოს კარგად დიდი დურბინდით, რომ ლაფშია ამოსვრილი. კრიმინალური კოჰაბიტაციით "ნაციონალურ მოძრაობასთან" არის პოლიტიკურ ლაფში ამოსვრილი",- განაცხადა მარშანიამ.

ცნობისთვის, როგორც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, გარდა იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" თვითონ არ მონაწილეობდა საარჩევნო სისტემის ცვლილების კენჭისყრაში, ისინი ცდობდნენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდნილიყო. "ჯერ კიდევ კარგა ხნით ადრე პირველ მოსმენამდე, მათ ორი დამოუკიდებელი დეპუტატი ჩამოაშორეს კენჭისყრას, უშუალოდ პირველი მოსმენის წინ მათ კენჭისყრას ჩამოაშორეს ემზარ კვიციანი და მეორე მოსმენამდე კენჭისყრას ჩამოაშორეს ადა მარშანია", – განაცახდა ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში.

"ინტერპრესნიუსი"