როგორ ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას? - კვირის პალიტრა

როგორ ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას?

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას ეხმაურება.

პომპეო მოუწოდებს პარლამენტს, რომ პატივი სცენ ქართველი ხალხის ნებას.

"ჩვენ მივესალმებით საქართველოში მიმდინარე კვირაში მიღებულ საკონსტიტუციო რეფორმას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, რომ პატივი სცენ ქართველი ხალხის ნებას და ქართველი ოფიციალური პირების დაპირებას საერთაშორისო დონეზე რეკომენდირებულ საარჩევნო რეფორმების განხორციელებასთან დაკავშირებით", - აცხადებს პომპეო.

"ინტერპრესნიუსი"