"ეს არის ისტორიული პროცესი... დღეს ჩვენ გვაქვს ახალი საარჩევნო სისტემა"
"ეს არის ისტორიული პროცესი... დღეს ჩვენ გვაქვს ახალი საარჩევნო სისტემა"
ეს არის ისტორიული პროცესი, რომელიც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას გადავიდეს დემოკრატიზაციისა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინეტერგრაციის ახალ ეტაპზე - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის მიღება. მისივე თქმით, ეს მეტ მდგრადობასა და სტაბილურობას შეძენს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

"მინდა გამოვეხმაურო იმ ისტორიულ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ეს პროცესი იყო საკმაოდ რთული, დინამიური, ემოციური, მაგრამ როგორც შედეგი, დღეს ჩვენ გვაქვს ახალი საარჩევნო სისტემა, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა და
დღეს პროცესშია ეუთო/ოდირის რეკომენდაციების საარჩევნო ცვლილებები, რომელსაც დარწმუნებული ვარ, საქართველოს პარლამენტი წარამტებით დაასრულებს. ეს არის ისტორიული პროცესი, რომელიც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას გადავიდეს დემოკრატიზაციისა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინეტეგრაციის ახალ ეტაპზე, რომელიც რა თქმა უნდა, მეტ მდგრადობასა და სტაბილურობას შეძენს ჩვენს დემოკრატიულ განვითარებას. ყველას კარგად გვესმის, რომ
ამ პროცესის საბოლოო მიზანი და შედეგი უნდა იყოს ღია, დემოკრატიკული, კონკურენტუნარიანი არჩევნები, რომელიც ჩვენი პასუხისმგებლობაა და რა თქმა უნდა, ყველა ერთად ჩავატარებთ უმაღლეს დონეზე. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს პროცესი იყო საკამოდ ემოციური. პოლარიზაციის ხარისხიც იყო საკმაოდ მაღალი, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად, საზოგადოებამ, გადავლახეთ ეს წინააღმდეგობები და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თითოეულმა ჩვენგანმა იმის მიუხედავად რა პოლიტიკურ პლატფორმას წარმოვადგენთ, პოზიტიური როლი უნდა შევიტანოთ ამ ისტორიულ პროცესში და საბოლოოს ეს ისტორიული პროცესი უნდა დაგვირგვინდეს გამჭვირვალე, ღია, დემოკრატიული არჩევნებით. ეს არ იქნება რომელიმე პარტიის ან რომელიმე საზოგადოებრივი ჯგუფის გამარჯვება, ეს იქნება ქვეყნის გამარჯვება, ეს უნდა იყოს თითოეული ჩვენგანის მიზანი," - განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
10-08-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები