ელენე ხოშტარია და გიგა ბოკერია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ? - რა კომენტარს აკეთებს გიგა ბოკერია
ელენე ხოშტარია და გიგა ბოკერია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ? - რა კომენტარს აკეთებს გიგა ბოკერია
ბევრ სისულელეს შორის, რომელიც ივანიშვილის ბანაკის მიერ ინიცირებულ პროპაგანდაში მომისმენია, ეს სისულელე ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს დაიკავებს, - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად ელენე ხოშტარია და გიგა ბოკერია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, მიზეზი კი ისაა, რომ ორივე მათგანს ვაკის მაჟორიტარობა სურს.

როგორც გიგა ბოკერიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ოპოზიციურ სპექტრში მაჟორიტარობის კანდიდატი უკვე შეთანხმებულია და მათთან მიმართებაში განხილვა არ ხდება.

"ჩვენ ყველანი, ჩემი ჩათვლით მაჟორიტარად კენჭისყრას განვიხილავთ.
გვყავს შეთანხმებული კანდიდატები და იქ ვიცით, სად ვინ, იქნება. ზოგადად მაჟორიტარობაზე ვსაუბრობთ, ვიხილავთ სხვადასხვა ვარიანტებს. ოღონდ თბილისში, არათუ ელენე ხოშტარია, რომელიც ჩვენი გუნდის წარმომადგენელია, არამედ არც ერთ სხვასთან, ვისზეც შეთანხმებულია, არანაირი განხილვაც არ მიმდინარეობს. სწორედ ეს შეთანხმება იყო საკვანძო საკითხი ოპოზიციურ სპექტრს შორის. ვინც შეთანხმებულია,
ყველა კარგი კანდიდატია და პირველ ტურში მოიგებს. ჩვენ, "ევროპულ საქართველოს" საუკეთესო გვყავს ელენე ხოშტარიას სახით", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

"ინტერპრესნიუსი"

ტოტო
04 ივლისი 2020 19:47
ბოკერია ბოლოს მარტო დარჩება,არ გამოვიდა მისგან სააკაშვილი და ბრაზობს.
paata
02 ივლისი 2020 19:47
ამ წუთებში reportiori.ge-ზე დევს ბუტა რობაქიძის სადისტური მკვლელობის კადრები, ანახეთ მთელ მსოფლიოს და სამაგალითოდ დაისაჯონ სააკაშვილი,ოქრუაშვილი,ბოკერია და ა.შ. თორემ ადრე თუ გვიან,ჩვენ ხალხი ლინჩის წესით გაუსწორდებით ამ სადისტებს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები