რა უპასუხა გიორგი გახარიამ კითხვას, იქნება თუ არა "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი?
03-07-2020
რა უპასუხა გიორგი გახარიამ კითხვას, იქნება თუ არა "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი?
წარმოდგენა არ მაქვს, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, იქნება თუ არა "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მისთვის პრიორიტეტული სხვა საკითხებია.

"წარმოდგენა არ მაქვს. დღეის მდგომარეობით ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეპიდემიოლოგია, ეკონომიკური რეფორმები და პოსტკრიზისული ეკონომიკური გეგმა და ახლა ძალზედ მნიშვნელოვანი ხდება ისეთი მიმდინარე პროცესები, როგორიც არის გამოცდები, რომელიც დღეს დაიწყო და კიდევ ბევრი რამ", - განაცხადა გახარიამ და დასძინა, რომ "ქართული ოცნების" სიის
დაკომპლექტებაზე კონსულტაციები ამ ეტაპზე დაწყებული არაა.

"ინტერპრესნიუსი"

ტოტო
04 ივლისი 2020 19:44
გახარია არის კარგი თბილისელი კაცი.

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები