რა უპასუხა გიორგი გახარიამ კითხვას, იქნება თუ არა "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი? - კვირის პალიტრა

რა უპასუხა გიორგი გახარიამ კითხვას, იქნება თუ არა "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი?

წარმოდგენა არ მაქვს, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, იქნება თუ არა "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მისთვის პრიორიტეტული სხვა საკითხებია.

"წარმოდგენა არ მაქვს. დღეის მდგომარეობით ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეპიდემიოლოგია, ეკონომიკური რეფორმები და პოსტკრიზისული ეკონომიკური გეგმა და ახლა ძალზედ მნიშვნელოვანი ხდება ისეთი მიმდინარე პროცესები, როგორიც არის გამოცდები, რომელიც დღეს დაიწყო და კიდევ ბევრი რამ", - განაცხადა გახარიამ და დასძინა, რომ "ქართული ოცნების" სიის დაკომპლექტებაზე კონსულტაციები ამ ეტაპზე დაწყებული არაა.

"ინტერპრესნიუსი"