"ყველა დამნაშავე და კრიმინალი უნდა იჯდეს ციხეში" - რას ამბობს გიორგი გახარია გიორგი რურუას საქმეზე?
"ყველა დამნაშავე და კრიმინალი უნდა იჯდეს ციხეში" - რას ამბობს გიორგი გახარია გიორგი რურუას საქმეზე?
სისხლის სამართლის ყველა დამნაშავე და კრიმინალი უნდა იჯდეს ციხეში და ამას პოლიტიკურ პროცესთან არ უნდა ჰქონდეს კავშირი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გიორგი რურუას საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, ამ საქმეზე გადაწყვეტილებას ქართული სასამართლო მიიღებს.

"ყველა სისხლის სამართლის დამნაშავე და კრიმინალი უნდა იჯდეს ციხეში და ამას პოლიტიკურ პროცესთან არ უნდა ჰქონდეს კავშირი. ეს არის საგამოძიებო პროცესი, რომელზეც საბოლოო ვერდიქტი და გადაწყვეტილება ქართულმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს. ქართული სასამართლო საბოლოო
ვერდიქტსა და გადაწყვეტილებას რომ გამოიტანს, ეს ხომ პროცესია, აი, მერე ვილაპარაკოთ დანარჩენზე", -განაცხადა პრემიერმა.

"ინტერპრესნიუსი"


რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები